Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარია მოხდა


“თელასის” ცნობით, ელექტროენერგია 13.00-ზე აღდგება, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
“თელასის” ცნობით, ელექტროენერგია 13.00-ზე აღდგება, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიას უკავშირდება - უთხრეს რადიო თავისუფლებას "საქართველოს ელექტროსისტემაში”.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე რეგიონებს შუქის მიწოდება აღუდგათ და სარემონტო სამუშაოები გრძელდება. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზი.

“საქართველოს ენერგისისტემის” ცნობით, ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისთვის მიწოდება კვლავ ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად აღდგება.

“თელასის” ცნობით, ელექტროენერგია 13.00-ზე აღდგება, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG