ირემი, ნიამორი და ჯიხვი რომ გადარჩეს
საფრთხეში მყოფი სახეობების გადასარჩენად თბილისის ზოოპარკი კამპანიას იწყებს. სამი ჩლიქოსანი სახეობა - კეთილშობილი ირემი, ნიამორი და ჯიხვი - ჯერ ზოოპარკის პირობებში გამრავლდება და შემდეგ ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდება. ბრაკონიერობა, ტყის მასივების გაჩეხა და სასოფლო-სამეურნეო მიწების ათვისება საქართველოში ბინადარ ცხოველებს გადაშენების საფრთხეს უქმნის. ვინაიდან ჩლიქოსნები ზოოპარკში ადვილად მრავლდებიან, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაბამისი მზრუნველობის პირობებში გადარჩენის კარგი შანსიც აქვთ.
ეპიზოდები
-
ივლისი 07, 2025
თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...
-
ივნისი 18, 2025
გოგი ალექსი-მესხიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 16, 2025
რატომ ჩქარობს სასამართლო