Accessibility links

ზუგდიდი
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაივბლოგი: მძევლები საქართველოს ბანკის ფილიალში - ზუგდიდი

  • ამ დროისთვის ყველა მძევალი თავისუფალია. თავდამსხმელი მიიმალა.
  • შეირაღებულმა პირმა ბანკის შენობა გვიან ღამით, 3 მძევალთან ერთად პოლიციის მანქანით დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით მას თან ჰქონდა მოთხოვნილი ფული; მძევლებს შორის იყო სამხარეო პოლიციის უფროსიც, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
  • ​თავდამსხმელი 500 000 აშშ დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა მძევლების სიცოცხლის სანაცვლოდ.
  • შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 18 მძევალი "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში 21 ოქტომბერს დაახლოებით, დღის 2 საათზე აიყვანა
View this post on Instagram

ამ წუთებში ზუგდიდში სამართალდამცველების სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, შეაირაღებულმა მამაკაცმა ბანკის რამდენიმე მომხმარებელი და თანამშრომელი მძევლად აიყვანა. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება ადგილიდან „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელზე დაყრდნობით, შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცმა რამდენჯერმე გაისროლა და შენობაში მყოფებს მუხლებზე დაჩოქება მოსთხოვა. ერთ-ერთმა თანამშრომელმა განგაშის ღილაკისთვის ხელის დაჭერა მოასწრო. რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიაღებულმა პირმა ბანკის შენობიდან გასვლის საშუალება მისცა ხანდაზმულებს.

A post shared by რადიო თავისუფლება (@tavisupleba) on

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG