დაუსრულებელი გზა, მოზანზარე შენობები და მტვრის ბუღი
შემსრულებელმა კომპანია შპს „ჰერიომ“ ვერ შეძლო ტენდერით გათვალისწინებულ ვადებში 1.5-კილომეტრიანი მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება, დაახლოებით, მილიონ 200 ათასი ლარია. დამკვეთს, რუსთავის მერიას, გზა, რომლის აღდგენითი სამუშაოები, მიმდინარე წლის მაისში დაიწყო, 7 სექტემბერს უნდა ჩაბარებოდა. თითქმის სამი კვირაა, კომპანიის სამშენებლო ტექნიკა დუმს და სამუშაოები არ ტარდება. დაუსრულებელ გზაზე მოძრაობას ერიდებიან როგორც სატვირთო, ისე მსუბუქი ავტომობილები - ამჯობინებენ პირდაპირ ქალაქში, გარეჯის ქუჩით იარონ, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. იმ ავტომანქანებს კი, რომელთა მძღოლებიც ბედავენ და მშვიდობის ქუჩით გადაადგილდებიან, უკან მტვრის უშველებელი ბუღი მოჰყვებათ. მტვერი ვრცელდება ჭყონდიდელის დასახლების გიორგაძის ქუჩამდე, რაც, იქაურთა თქმით, ძალიან შემაწუხებელია.
ეპიზოდები
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს