Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია - ოპოზიციის ლიდერების ნაწილი ციხეშია - აგონია თუ ძალაუფლების კონსოლიდაცია


გადმოწერა

ოპოზიციის 6 ლიდერი ციხეშია, “ოცნება” აპირებს სასამართლო პროცესების გაშუქების შესაძლებლობა შეუზღუდოს მედიას, ცვლის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონს, რაც კიდევ უფრო გაართულებს ჟურნალისტების საქმიანობას, თითქმის შეუძლებელს გახდის ჟურნალისტურ გამოძიებებს.

ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციას ანტიკორუფციული ბიურო ახლად ამოქმედებული კანონების გამოყენებით და სასამართლოს განჩინებით მათი საქმიანობის და ბენეფიციარების დოკუმენტებს სთხოვს, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მკაცრად დასჯით ემუქრება.

მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილებები, რომლებიც პოლიტიკის მიმომხილველთა შეფასებით პოლიტიკური ველის წმენდაა, ემთხვევა რეგიონში მნიშვნელოვან ცვლილებებს, იქნება ეს ერთის მხრივ ირანისა და ისრაელის კონფლიქტი და აშშ-ს ჩართულობა, ნატოს სამიტის დღის წესრიგიდან საქართველოს სრული გაქრობა თუ ევროკავშირში საქართველოს კურსის შემობრუნებისთვის მხარდასაჭერი ქმედითი მექანიზმების შემუშავებაზე მსჯელობა.

„ფედერალისტების“ ლიდერთან, გიგა ბოკერიასთან ერთად განვიხილავთ, რას მიაღწევს ხელისუფლება ოპონენტების დაპატიმრებით, როგორ იმოქმედებს რეგიონში მიმდინარე ცვლილებები საქართველოზე და რა მასშტაბს შეიძლება მიაღწიოს პოლიტიკური ველის გასუფთავებამ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG