სეტყვის გამო ახმეტაში დაუგეგმავი რთველი დაიწყო. სეტყვას ყურძნის მცირე ნაწილი გადაურჩა უკვე ცნობილია, რომ მთავრობა დაზარალებულებს ფინანსურად არ დაეხმარება დაზიანებულ მოსავალს ერთადერთი კომპანია "ახმეტის ღვინის ქარხანა" ჩაიბარებს. დაზიანებულ მოსავალს ღვინის ქარხანა 50 თეთრად იბარებს. ქარხანას სულ 8 ათასი ტონა მოსავლის მიღების შესაძლებლობა აქვს. მიღებული პროდუქციით კი ადგილობრივი გასაღებისთვის სპირტს დაამზადებს. ღვინის ქარხნის წარმომადგენელი, მამუკა სამსონაძე ამბობს, რომ კომპანია ყურძენს მხოლოდ იმ მევენახეებისგან იბარებს, რომლებსაც მოსავალი არ ჰქონდათ დაზღვეული. ახმეტაში სეტყვის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ საპროტესტო აქციაც გამართა და სახელმწიფოსგან დახმარება მოითხოვა, თუმცა ამ აქციის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ მთავრობა გლეხებს თანხით ვერ დაეხმარება. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ აგროდაზღვევის პროგრამით ისარგებლონ, რათა მსგავს მდგომარეობაში აღარ აღმოჩნდნენ.
ახმეტაში დაუგეგმავი რთველი დაიწყო

ეპიზოდები
-
ოქტომბერი 04, 2025
რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?
-
სექტემბერი 19, 2025
ლადო ბურდული - 8 ფოტო არქივიდან
-
სექტემბერი 16, 2025
ვინ დაიცვა აქცია არასრულწლოვანი შეიარაღებული თავდამსხმელისგან?
-
სექტემბერი 01, 2025
ციხის მარშრუტი: საკანი - სასამართლო - საკანი
-
აგვისტო 29, 2025
ვის შეხვდებით თბილისის ლიტერატურულ ფესტივალზე?
-
აგვისტო 28, 2025
რატომ იმატა ფემიციდმა?