ორშაბათს მოსკოვში დაიწყო 2024 წლის 22 მარტს „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში ტერაქტის ჩადენაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ ვინნიკს გაათავისუფლებს რუსეთის ციხიდან ამერიკელი მარკ ფოგელის გათავისუფლების სანაცვლოდ. ამის შესახებ The New York Times იტყობინება ინფორმირებულ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. მოგვიანებით ეს ცნობა თეთრმა სახლმაც დაადასტურა.
ცივი ომის შემდეგ რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმართა ყველაზე დიდ გაცვლაში აღმოჩნდა ალსუ კურმაშევა, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. 2024 წლის ივლისში მას ბრალად წაუყენეს „რუსეთის არმიის შესახებ ფეიკების“ გავრცელება და 6.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.