ევროპარლამენტი 23 ნოემბერს უყრის კენჭს რეზოლუციას, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მომზადდა.
რას ნიშნავს, იყო ჟურნალისტი ქალაქიდან, რომელიც აღარ არსებობს? ან ქალაქიდან, რომელიც ოკუპირებულია? ვისთვის უნდა შეაგროვო და მოჰყვე ამბებს - ადამიანებისთვის, რომლებიც წავიდნენ, თუ მათთვის, ვინც დარჩა? და რატომ?
ერთი თვის წინ მიღებული თავდაცვის კოდექსი იცვლება. საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესს შეცვლის. ცვლილებები სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხებათ.
5%-დან 2%-მდე - პარლამენტში საარჩევნო ბარიერის შემცირების საკითხი ისევ აქტუალურია. პოლიტიკური დისკუსია კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებითი დასკვნის შემდეგ განახლდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ბარიერს არ შეამცირებენ. ოპოზიცია კი "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთი პირობის დარღვევაში ადანაშაულებს.
31 ოქტომბერს ცნობილი გახდა ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა. ამ დოკუმენტში მთავრობამ ლგბტქ+ ჯგუფი გამოტოვა. შემთხვევით თუ მიზანმიმართულად? რა საფრთხეს უქმნის ეს ცვლილება სექსუალურ უმცირესობებს საქართველოში?
წლების განმავლობაში ათობით გაყიდვის შემდეგ იპოდრომის ტერიტორიის ნაწილი კიდევ ერთხელ გაიყიდა. ბოლოს და ბოლოს, შეინარჩუნებს ქალაქი ამ მწვანე სივრცეს თუ იპოდრომზე კორპუსების მშენებლობა გარდაუვალია?