ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
ორი დღის წინ რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის ორი თანამშრომელი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დღევანდელი “უხილავი ფარდა” მათ ეძღვნება.
პრეზიდენტ აჰმადინეჟადის მიმართ უარყოფითად განწყობილ ფენებში დიდი იყო იმედი, რომ მას აღარ აირჩევდნენ, მაგრამ, ოფიციალური შედეგებით, უმრავლესობამ ამ პოლიტიკოსს დაუჭირა მხარი.
ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი შეუერთდა პოლიტიკურ გაერთიანებას სახელწოდებით "ალიანსი საქართველოსთვის". რადიო თავისუფლებამ მას რამდენიმე კითხვით მიმართა.
გასულ კვირაში განცხადებული სიახლის შემდეგ, რომ აშშ აღმოსავლეთ ევროპაში - ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში - ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმას ცვლის
ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ჯარების სარდალი, გენერალი სტენლი მაკკრისტალი დასავლეთის სახელმწიფოებს აფრთხილებს, რომ დამატებითი ძალების გარეშე ავღანეთში მეამბოხეებთან ომი მარცხით დასრულდება.
ხუთშაბათის ცნობამ, რომ აშშ შეცვლის თავის გეგმას, განათავსოს ანტისარაკეტო ფარი პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში, ნატოს წევრ ქვეყნებში, კრემლმა ცალსახად დადებით სიგნალად აღიქვა.
აშშ ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში, ანტისარაკეტო ფარის განთავსების გეგმას ცვლის. ვაშინგტონში ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ძველი გეგმა შეიცვლება უფრო მრავალმხრივი, მოქნილი მიდგომით.
სავარაუდოა, რომ ევროკავშირმა ამ რეგიონში მიმართულება დაკარგა. ამავე დროს, ისიც ახალია, რომ ევროკავშირის თვალში საქართველომ ამ რეგიონში ლიდერის სტატუსი დათმო.
"ტაიმსში" გამოქვეყნებული მასალების თანახმად, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აქტიურად ცდილობდა გერმანიის გაერთიანების პროცესის შეჩერებას.
ამერიკელი ჟურნალისტი, სკოტ ანდერსონი, ბუნებრივია, უნდა აღშფოთდეს, როცა მისი სტატია, რაზეც უნდა იყოს ის, არ გამოქვეყნდება, ცენზურის მსხვერპლი გახდება.
ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების გამო საზოგადოებაში გამოითქმის შეშფოთება, რომ ეს ძეგლის ავთენტურობას ვნებს.
ავღანეთში აშშ-ის საგანგებო წარგზავნილს, რიჩარდ ჰოლბრუკს და პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შეხლა-შემოხლა მოუვიდათ.
პრაღის ფესტივალზე ქართული ანსამბლის გამოსვლას უსკანდალოდ არ ჩაუვლია.
საქართველოს შესახებ დასავლეთის პრესაში სტატიები ამ კვირაშიც დაიწერა. თემები მსგავსია - საქართველო და დიდი საერთაშორისო პოლიტიკა, საკითხები კი - მრავალფეროვანი
ორშაბათს რუსეთის უდიდეს ჰიდრო-ელექტროსადგურზე თავდასხმის პასუხისმგებლობა ჩეჩენმა ექსტრემისტებმა იკისრეს. კრემლმა ამ მტკიცებას “იდიოტური” უწოდა.
თურქეთში ემიგრაციიდან ავღანეთში დაბრუნდა გენერალი აბდულ რაშიდ დოსტუმი, ეთნიკური უზბეკი, რომელსაც მშობლიურ ქალაქში დიდი დახვედრა მოუწყვეს.
ბოლო დროის სტატისტიკა იუწყება, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლა დაიწყეს. აშშ-დანაც დამაიმედებელი ცნობები მოდის ამ ქვეყნის ეკონომიკის შესახებ.
დასავლეთში, პრესა ამ კვირაში, საქართველოზე, შარშანდელი აგვისტოს ომზე ბევრს წერდა.
ოსების მიმართ მოსკოვის დამოკიდებულებას მხოლოდ გარეგნულად რომ შევხედოთ, მათ მადლობის მეტი არაფერი ეთქმით. მაგრამ სოჭში ამ ეთნოსის მდგომარეობა სხვა რამეზე მეტყველებს.
ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა რიჩარდ ჰოლბრუკმა საზოგადოებას წარუდგინა თავისი თანამშრომლები.
ჩამოტვირთე მეტი