ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
კვირას, 6 ივნისს, ბრიტანეთის „სანდეი ტელეგრაფმა“ სტატია მიუძღვნა საქართველოში რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე, ცხინვალთან, სამეთვალყურეო ბაზის მშენებლობას. სტატიის ავტორი წერს, რომ ამ რთული სადგურის მშენებლობა საქართველოში ხალხს აფიქრებინებს, რომ რუსეთი აქტიურად ემზადება 2008 წლის ომის გასამეორებლად.
პარასკევს იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, როცა მსაჯი თავის მთავარ იარაღს ჩასტვენს, ერთი ფეხბურთელი მეორეს ბურთს მიუგორებს, დაიწყება ფეხბურთის მოყვარულთა უდიდესი ზეიმი, მსოფლიო ჩემპიონატად წოდებული, მსოფლიოს თასის საფინალო ტურნირი.
პრესის მიმოხილვას დავიწყებთ გერმანულ პრესაში - „ბერლინერ ცაიტუნგში“ - გამოქვეყნებული ინტერვიუთი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მისცა გაზეთს. ინტერვიუ ასეა დასათაურებული: „ჩვენ რუსი ტურისტები გვსურს, არა რუსული ტანკები“.
ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიისთვის ისრაელის არმიის მიერ გზის გადაღობვასთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მოუწოდა ისრაელს, მოუხსნას ღაზას ბლოკადა, რათა ჰუმანიტარულმა დახმარებამ იქ შეღწევა დაუბრკოლებლად შეძლოს.
„შეკითხვაზე, იცით, რომ ქვეყანაში საპროტესტო განწყობილება იზრდება, მან ღრმად ჩაისუნთქა და ჩაიჩურჩულა, „კი“. და ის არ თამაშობდა“ - აი, ამას ჰყვება რუსი როკმომღერალი, იური შევჩუკი პრემიერ-მინისტრ პუტინთან შეხვედრის შესახებ.
სულ მცირე, ათი ადამიანის სიკვდილით დასრულდა ისრაელის არმიის თავდასხმა ფლოტილიაზე, რომელიც შეეცადა ღაზის სექტორისთვის ოთხი წლის წინ დაწესებული ბლოკადა გაერღვია და იქ ჰუმანიტარული ტვირთი ჩაეტანა. დახოცილები პროპალესტინელი აქტივისტები არიან.
რადიო თავისუფლების ორი კორესპონდენტის, ნინო თარხნიშვილისა და ეკა ქევანიშვილის, მწერლისა და პოეტის წიგნების პრეზენტაციაა „მეათე სტუდიის“ ამ გამოშვების პირველი სიუჟეტი. მიგიწვევთ, აგრეთვე, გამოფენაზე, რომელზეც იხილავთ საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი ქალების მიერ პატიმრობაში შექმნილ ხელნაკეთ ნივთებს.
ადამიანები როცა მოკლებულნი არიან უნარს იბრძოლონ თავიანთი უფლებების დასაცავად, მსოფლიოში მათ გვერდითაა არაერთი ორგანიზაცია. ისინი თვალყურს ადევნებენ უფლებების დაცვის მდგომარეობას და ზოგი მეტი, ზოგი ნაკლები წარმატებით დარღვევებზე ყურადღების მიქცევას ახერხებს.
ამ დღეებში „შავი ზღვის კომისიამ“ გამოაქვეყნა ანგარიში - „შავი ზღვის რეგიონის ხედვა 2020 წლისთვის“. კომისიაში შედიან პოლიტიოსები, ახლა სახელმწიფო სამსახურში რომ არ იმყოფებიან, ასევე ექსპერტები, ამ რეგიონის ფართო გაგებით, ყველა ქვეყნიდან.
ირანმა თანხმობა განაცხადა თავისი ურანი თურქეთში გაგზავნოს, იქ გადამუშავდეს ბირთვულ საწვავად და შემდეგ უკანვე მიიღოს. ამ შეთანხმებას შუამავლობა გაუწიეს, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვემ და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა.
ავღანეთში აშშ-ის არმიის სამხედრო მეთაურმა განაცხადა, რომ სამხრეთ ავღანეთის ქალაქ ყანდაარის თალიბებისგან გასაწმენდად ზაფხულისთვის დაგეგმილი ოპერაცია ქალაქის მოსახლეობისთვის რისკის შემცველი არ იქნება.
დღეიდან, 13 მაისიდან, რუსეთს ოფიციალურად მიენიჭა უფლება, საინტერნეტო მისამართები, დომენები, კირილიცაზე დაიწეროს და ამ ქვეყნის მისამართები დასრულდეს შემოკლებით - „РФ“.
ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა შტეფან ფიულემ ბრიუსელში სამეზობლო პოლიტიკა „შთამბეჭდავად“ შეაფასა. მან ხაზი გაუსვა ამ პოლიტიკის წარმატებას ბოლო ხუთი წლის მანძილზე.
ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, კონსერვატორ დევიდ კამერონს პირველი სამუშაო დღე იმ მხრივაც დაამახსოვრდება, რომ ამ ქვეყანას, უკანასკნელი 70 წლის მანძილზე, პირველად მართავს კოალიცია.
ამ კვირაში უცხოეთის პრესაში დაბეჭდილი წერილების მთავარი თემები იყო: მექსიკის ყურეში ეკოლოგიური კატასტროფა, საბერძნეთის საფინანსო კრიზისი და ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები.
ბრიტანეთი და საპარლამენტო ცნობიერება განუყოფელია, რადგან ამ სახელმწიფოს უდიდესი ტრადიცია აქვს ამ მხრივ. დღევანდელი არჩევნები ბრიტანეთის ბოლო 80 წლის პოლიტიკაში შეიძლება ისტორიულ დღედ იქცეს.
ვიქტორ იუშჩნენკომ თებერვალში დატოვა უკრაინის პრეზიდენტის სავარძელი. მან ხუთ წელიწადს გაუძლო ქვეყანაში პოლიტიკურ ინტრიგებს, მოსკოვთან ჭიდილს, ნარინჯისფერი რევოლუციის დროს თანამებრძოლ იულია ტიმოშენკოსთან ცხარე ბრძოლას.
ევროპის კავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიაღწიეს საბერძნეთისთვის დახმარების თაობაზე შეთანხმებას. ისინი სამი წლის განმავლობაში ამ ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად 110 მილიარდ ევროს გაიღებენ.
ბელორუსი დოკუმენტალისტის ახალი ფილმი, სახელწოდებით „ლობოტომია“, ეძღვნება საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის ომის დროს და მას შემდეგ რუსეთის მასმედიის მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომს.
27 აპრილს ლოს ანჯელესში, მილკენის ინსტიტუტში, საქართველოს პრეზიდენტთან საუბრის თემა კონფერენციის ორგანიზატორებმა ასე ჩამოაყალიბეს: ”სიღარიბე ბედისწერა არ არის“. საუბარს უძღვებოდა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი გედმინი.
ჩამოტვირთე მეტი