ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
ქმარი რესპუბლიკელ კანდიდატს ემხრობა, ცოლი დემოკრატს; კაცს იარაღის შეძენის და შენახვის უფლება ადარდებს, არ მოსწონს ჰომოსექსუალთა ქორწინება. ცოლს ჯანმრთელობის დაცვის სფერო აინტერესებს და პირადი უფლების დაცვის მომხრეა.
მოსკოვი ცდილობს სირიის კრიზისში თავისი პოზიციები მეტად გაამყაროს. მას თავისი ინტერესები აქვს რეგიონში და, კერძოდ, ამ ქვეყანაში, სადაც თავის სამხედრო ბაზასასაც კი ინარჩუნებს.
უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ხმების უმრავლესობა, 32 პროცენტამდე, მმართველმა “რეგიონების პარტიამ“ მოიპოვა. ეს არ არის საუკეთესო შედეგი, მაგრამ უკრაინის რადას მოწყობის პრინციპი, რომლის თანახმადაც იქ დეპუტატების ნახევარი ერთმანდატიანი ოლქებიდან შევა.
უკრაინაში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების დათვლა გრძელდება.
„მეათე სტუდიაში“ დღეს განვიხილავთ საკითხს, რატომ აბრალებენ „ქართულ ოცნებას“ პრორუსულობას; გიამბობთ ასევე დისკუსიის შესახებ, რომელიც „ჰაინრიხ ბიოლის ფონდში“ გაიმართა და რომელშიც ომბუდსმენობის კანდიდატები მონაწილეობდნენ.
ბოლშევიკური გადატრიალების, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციად წოდებული მოვლენის, შემდეგ აშშ-ში გატანილი ძველი ფილმების დიდი კოლექცია, 350-მდე ფილმი, უკან, რუსეთში, ბრუნდება ისე, რომ რუსეთის მთავრობას და საზოგადოებას არაფერი ეხარჯებათ.
აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის მონაწილეები ჯერ კიდევ მიმდინარე ავღანეთის ომს თავიანთ გამოსვლებში თითქმის არ ახსენებენ. არადა, აშშ-ის არმია აგრძელებს თავის ყველაზე ხანგრძლივ ომს ოკეანისგადმოღმა.
ლინკოლნ მიჩელის აზრით, ახალ მთავრობაში სხვა სტილის ხალხი მოხვდება.
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო, პაკისტანი, ისლამურ რესპუბლიკად არ მოიხსენიება ხოლმე. ბირთვული იარაღის მფლობელი ეს ქვეყანა თავის კანონმდებლობაში, ნაწილობრივ, შარიათს, ისლამურ კანონს ეფუძნება.
ვენესუელის საარჩევნო კომისიამ მოქმედი პრეზიდენტი უგო ჩავესი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.
რა ხდება, როცა პრეზიდენტის პარტია საპარლამენტო არჩევნებში მარცხდება ოპოზიციასთან საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე?
არაოფიციალურად, „ნობელის ალტერნატიური პრემია“ ჰქვია ჯილდოს, რომელსაც ყოველ წელიწადს გასცემს შვედეთში მოქმედი ამავე დასახელების ორგანიზაცია.
ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ერთად განიხილეს სამშაბათს რუსეთის საკითხი. მიუხედავად ამისა, საშემოდგომო სესიაზე დასწრება არ ისურვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ სერგეი ნარიშკინმა. ამის მიზეზი სესიამდე კრემლის მიმართ გამოთქმული კრიტიკა იყო.
ვირტუალურ სივრცეში აქტიურობის ფორმების უმეტესობა საქართველოში ვირტუალურ სივრცეშივე რჩება, - ამ ფრაზას ამოიკითხავთ „ფრიდომ ჰაუსის“ ბოლო ანგარიშში, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდა და რომელსაც ჰქვია „თავისუფლება ქსელში - 2012 წელი“.
ექსპერტები თავიანთ ანგარიშში აცხადებენ, რომ ირანზე აშშ-ის სამხედრო თავდასხმა შეიცავს რისკს ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს.
გამოცემა „იურეიშანეტი“ მოლი კორსოს სტატიას აქვეყნებს იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ საქართველოს სხვადასხვა ძალები ერთმანეთთან დაპირისპირებისას საქმეში უცხოეთი ჩარიონ და მისი დახმარებით იმოქმედონ.
საპრეზიდენტო არჩევნებზე ბარაკ ობამას მეტოქე მიტ რომნი იქნება.
კითხვის ნიშნის ქვეშაა გავრცელება წიგნისა, რომელიც ოსამა ბინ ლადენის მოკვლის ოპერაციას აღწერს.
არმსტრონგი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც ფეხი დადგა მთვარეზე. ლეგენდარული ასტრონავტი 82 წლისა გარდაიცვალა ორი დღის წინ. არმსტრონგს გულის შუნტირება გაუკეთეს კორონარული არტერიების გაუვალობის გამო აგვისტოს დასაწყისში. ამ ოპერაციის გართულებამ გამოიწვია მისი გარდაცვალება.
შეკითხვა, ვაღიაროთ თუ არ ვაღიაროთ აფხაზეთი, ვანუატუელებისთვის რეფერენდუმზე არ დაუსვამთ.
ჩამოტვირთე მეტი