ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
ორშაბათს გარდაიცვალა რუსი ჟურნალისტი მიხაილ ბეკეტოვი. 2007 წელს მას უცნობმა პირებმა სცემეს - თავის მრავალჯერადი ტრავმა ჰქონდა მიყენებული.
თეტჩერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი წარმომადგენლის თანახმად, თეტჩერის სიკვდილი ტვინში სისხლის ჩაქცევამ გამოიწვია.
დღეს მეათე სტუდიაში გიამბობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფოლოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ავტორთა კოლექტივის მიერ გამოცემულ ენციკლოპედიურ ცნობარზე...
დოკუმენტური ფილმი ძველ თურქულ-სომხურ-აზერბაიჯანულ შუღლზე.
ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად აზერბაიჯანის მთავრობა ზომებს მიმართავს და არასამთავრობო ორგანიზაციებს უტევს. ამას ის დაერთო, რომ ბაქომ ეუთოს მოსთხოვა, თავისი მისიის სტატუსი შეამციროს.
"სოთბიმ" მოაწყო საგანგებო გამოფენა-გაყიდვა, რომელზეც ქართველი მხატვრების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
ახალი პატიის შექმნა მოჰყვა გერმანიაში ევროს მიმართ ანტაგონისტური განწყობილების ზრდას.
უცხოეთის პრესამ გასულ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იტალიაში საპარლამენტო არჩევნებს, ასევე რომის პაპის გადადგომის თემას და ირანისა და სირიის საკითხებს.
ირაკლი ფარჯიანი, თამარ კვესიტაძე, ალექსანდრე ბანძელაძე, ავთო ვარაზი, ჯიბსონ ხუნდაძე, ლევან ჭოღოშვილი, მერაბ აბრამიშვილი, კოკა რამიშვილი, კოტე სულაბერიძე - ესაა ჩამონათვალი ქართველი მხატვრებისა, რომელთა ნამუშევრები გამოიფინება და გაიყიდება, თუ მყიდველი გამოჩნდა, ლონდონში.
თავის ნაშრომში - „ტერორიზმის ფაბრიკა: „ეფ-ბი-აის“ შიგნით მომზადებული ტერორიზმთან ომი“ - ამერიკელი მკვლევარი ტრევორ აარონსონი ამტკიცებს, რომ აშშ-ის მთავრობა გეგმავდა და აფინანსებდა გაცილებით მეტ ტერაქტს, ვიდრე სხვა რომელიმე ჯგუფი.
ტერორისტულ ორგანიზაციებს კრძალავენ ხოლმე, ჩამოართმევენ უფლებას იმოქმედოს, მით უმეტეს, პროპაგანდა გაუწიოს თავის იდეებს. მაგრამ არსებობს სოციალური ქსელები, რომლებზეც ხელი იოლად მიუწვდებათ არამხოლოდ ტერორისტულ დაჯგუფებებს.
სომხეთის პრეზიდენტი, როგორც მოსალოდნელი იყო, კვლავ სერჟ სარქისიანია.
გამოცემა „მორნინგ ნიუსმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტისა და ყოფილი დიპლომატის დეივ სემინარას წერილი, სახელწოდებით „წვიმიანი ღამე საქართველოში“.
მსოფლიოს შორეული სახელმწიფოებიდან ჩამოსული ასეულობით კომპანია მონაწილეობდნენ პრაღაში გასულ კვირას დასრულებულ გამოფენაში.
ჰუმან მუსავი ირანის ციხეში დაიბადა 1986 წელს. მისი მშობლები, ისლამური რევოლუციის მტრებად შერაცხული პოლიტიკური პატიმრები, მალევე დახოცეს. ჰუმანი დაობლდა.
ეს იყო, ალბათ, აზერბაიჯანში პირველი საპროტესტო გამოსვლა, რომელიც ლიტერატურას ეხებოდა.
ერევანში თავს დაეხსნენ და ესროლეს საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთ კანდიდატს პარუირ ჰაირიკიანს.
რა ფასდაუდებელ სიმდიდრეს ინახავს საჰარის უდაბნოს სამხრეთში ქალაქ ტიმბუქტუს ბიბლიოთეკა, ჩანს მუსლიმანური ანდაზიდან, რომ „მარილი ჩრდილოეთიდან მოდის, ოქრო სამხრეთიდან, ხოლო ღვთის სიტყვა და სიბრძნე -ტიმბუქტუდან“.
ავსტრიაში, ტიროლის ხეობაში, სადაც იოდლი ადგილობრივი ფოლკლორია და არაფერს ეგზოტიკურს არ წარმოადგენს, პირიქით, ამბობენ, რომ მხოლოდ მოქნილი ენა და ხმაა საჭირო, თორემ ისე ყველას ძალუძსო, ოცი წლის წინ გვიანი ნეოლითის ხანის ბუნებრივად შენახულ მუმიას მიაგნეს, რომელსაც ხეობის სახელწოდების გამო იოცი ეწოდა.
რომელი სიტყვა ვიხმაროთ, რომელი უფრო ქართულია, "მაღაზია" თუ "მარკეტი", "მენეჯერი" თუ "დირექტორი", "დავალაიქე" თუ "მოვიწონე"?
ჩამოტვირთე მეტი