ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
გასულ კვირაში დასავლეთის პრესაში, კერძოდ, ჟურნალ „ნიუზვიკში“ გამოქვეყნდა წერილი საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის შესახებ. ამავე დროს, შვეიცარიის რეგიონალური პრესა გამოეხმაურა ქართველი პიანისტის მონაწილეობით ჩატარებულ კონცერტს.
როგორ ცხოვრობენ ევროპაში თუ, საერთოდ, უცხოეთში საქართველოდან სასწავლებლად და სამეცნიერო ხარისხის მისაღებად წასული ახალგაზრდები?
ორშაბათს ისრაელის სამხრეთში, ოჯახის ფერმაზე, თავისი მეორე ცოლის გვერდით დაასაფლავეს არიელ შარონი, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც რვა წლის განმავლობაში იყო კომაში და 11 იანვარს 85 წლისა გარდაიცვალა.
ავღანეთის ხელისუფლება დაეძებს თალიბ მეამბოხეს, რომელმაც, სავარაუდოდ, აიძულა თავისი და ჩაეცვა ჟილეტი.
2014 წელს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია იცვლის თავმჯდომარეს, ხელმძღვანელს, მათ შორის, მორიგე თავმჯდომარეს იცვლის ევროკავშირი, ასევე - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი.
მეათე სტუდიაში დღეს გიამბობთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ თანდართულ ოქმთან ერთად საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.
რუსეთის ყოფილმა ოლიგარქმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ, პრეზიდენტის მიერ შეწყალების შედეგად, რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში - კარელიაში - მდებარე საპატიმრო დატოვა.
იუნესკო გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის უწყებაა, რომელიც განსაკუთრებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამებითაა ცნობილი.
კიევში, სადაც უკვე მესამე დღეა გრძელდება მასობრივი გამოსვლები, ასეულობით დემონსტრანტმა გადაკეტა მთავრობის შენობებთან მისასვლელი გზები.
რადიოჟურნალის დღევანდელი გამოშვების პირველი სიუჟეტი ეძღვნება თამაზ ჩხენკელის მიერ თარგმნილი წერილების კრებულს, „თვალსაწიერს“. გიამბობთ ასევე ქართული და ოსური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრაზე ერევანში.
ის, რაც ვილნიუსში აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე მოხდა, ათზე მეტი პუნქტისგან შემდგარ, რუსეთის იმპერიული გეგმების შემცველ „პეტრე დიდის პოლიტიკურ ანდერძში“ ჩამოყალიბებულ მიზნებთან შესაბამისობაში ვერ მოდის, - პირიქით. ან რატომ უნდა მოვიდეს?
ირანთან კვირა დილით ბირთვულ სფეროში მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ჟენევაში გაფორმდა, მომხრეც ჰყავს და უარმყოფელიც.
ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს ეგრეთწოდებული 5+1 წარმომადგენლებმა თითქმის სამდღიანი მოლაპარაკების შედეგად.
გასულ კვირაში დასავლეთის გაზეთებში დაიბეჭდა ერთი-ორი სტატია, რომლებიც ეხებოდა საქართველოს - ამ ქვეყანაში პოლიტიკის სფეროში ცვლილებებს და, ასევე, ევროკავშირის სამიტს აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ.
ჟენევაში პარასკევს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნების და მათთან ერთად გერმანიის წარმომადგენლებსა და ირანს შორის ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკება გაგრძელდა.
უკრაინის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კანონს, რომელიც ნებას დართავდა საპატიმროში მყოფ ყოფილ პრემიერს, იულია ტიმოშენკოს, უცხოეთში გამგზავრებულიყო სამკურნალოდ.
„ნობელის ალტერნატიულ პრემიას“ უწოდებენ ხოლმე არაოფიციალურად ჯილდოს, რომელსაც ყოველ წელიწადს, ამჯერად 2 დეკემბერს, გასცემს შვედეთში მოქმედი ორგანიზაცია - ფონდი “ცხოვრების მართებული წესი“.
აშშ-ის პრეზიდენტი 19 ნოემბერს სენატს მიმართავს და შეეცდება დაიყოლიოს კანონმდებლები, თავი შეიკავონ ირანისთვის დამატებითი სანქციების დაწესებისგან.
ქათმის კვერცხის ჭამა ქოლესტერინის მომატებას იწვევს, თუმცა ჯანმრთელობაზე მისი პირდაპირი ზეგავლენის თაობაზე მეცნიერები დაობენ. მაგალითად, არ არის იოლი იმის განსაზღვრა, როგორ იზრდება სისხლში ქოლესტერინის დონე კვერცხის მიღებით, ვინაიდან ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რას იღებს ადამიანი, საკვების სახით, კვერცხთან ერთად.
ჩვენი რადიო ხუთშაბათის შემდეგ ჰაკერების მიზანმიმართული იერიშების მსხვერპლია. სისტემატურმა თავდასხმებმა გამოიწვია მულტიმედიისა და საინფორმაციო სამსახურის მუშაობის შეფერხება.
ჩამოტვირთე მეტი