ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
სერბეთისგან 2008 წელს ცალმხრივად გამოყოფილმა კოსოვოს ოლქმა, ამჟამად მსოფლიოს ქვეყნების ნაწილის მიერ დამოუკიდებლად აღიარებულმა ერთეულმა, და საკუთრივ სერბეთმა 25 აგვისტოს გააფორმეს მნიშვნელოვანი შეთანხმება, რითაც წარსულის დიდი უთანხმოებები გადალახეს.
ვენის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და განათლების მეცნიერების ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომს წერს ლიკა კევლიშვილი, რომელიც ვენაში გერმანიიდან, ფრაიბურგიდან, გადასახლდა.
დღეს თბილისში, მირზა შაფის ქუჩის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებულ, სადავო პროექტზე გიამბობთ; რადიოჟურნალში მოისმენთ სიუჟეტს კონფლიქტების არაძალადობრივი საშუალებებით მოგვარების შესახებ გამართულ სემინარზე.
თათია სხირტლაძე ხელოვანია, რომელიც სხვადასხვა მედიის, სხვადასხვა საშუალებით მუშაობს. ხელოვნებას და პედაგოგიკას სწავლობდა თბილისში, ვენაში, შემდეგ ჰოლანდიაში. ახლა ვენაში გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში ასწავლის და იქვე მუშაობს როგორც თავისუფალი ხელოვანი.
"უხილავ ფარდაში" თქვენ მოუსმენთ ფსიქოლოგს, რომელიც ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში ამთავრებს სამაგისტრო პროგრამას კლინიკური და ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის განხრით.
როგორ დაიწყო ხატვა გვიან, როგორ დატოვა თბილისი 90-იან წლებში, რომ უყვარდა მუსიკაც და საკუთარი თავის გამოხატვის გზებს ეძებდა, როგორ ეყიდებოდა ნამუშევრები უცხოეთში და არ ისურვა გალერეამ მისი სტილის შეცვლა.
"უხილავი ფარდის" სტუმარი მარიამ ბეჟანიშვილი იაპონიაში, კიოტოში, დოშიშას უნივერსიტეტში თეოლოგიას სწავლობს.
მარათონული იყო არა მხოლოდ ბოლო ეტაპი, ვენის 18-დღიანი მოლაპარაკება, ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეხვედრები დროში კარგა გვარიანად გაიჭიმა.
ვენაში უკვე ორ კვირაზე მეტ ხანს მიმდინარეობს ირანთან გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებისა და გერმანიის მოლაპარაკებები, რომლის თემაა თეირანის ბირთვული პროგრამა.
ივლისის თვეში, 1995 წელს, ქალაქი სრებრენიცა ბოსნიელ სერბებს ჩაუვარდათ ხელში. ნიჰად ჩატიჩი ჟურნალისტი იყო, სრებრენიციდან იტყობინებოდა ვითარების შესახებ. ის აღმოჩნდა ერთ-ერთი იმ რვა ათასი კაციდან და ბიჭიდან, რომლებიც ევროპის ისტორიის ბოლო ათწლეულებში ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლი შეიქნენ.
ვენაში ცხოვრობს და მუშაობს მხატვარი ლია გულუა. "უხილავი ფარდის" ავტორ ოქროპირ რუხაძესთან ლია გულუა საუბრობს თავის პერფორმანსზე: როგორ მიიყვანეს ცხენი კრიტიკოსი ლენინის პორტრეტის სანახავად.
ლუკა მგელაძე სწავლობს მსოფლიო კინოს ერთ-ერთ ცენტრში, ნიუ იორკის კინოს აკადემიად წოდებულ სკოლაში, რომელიც აშშ-ში, კალიფორნიაში, ლოს ანჯელესშია.
ხათუნა დადიანი-ტეილორი 20 წელიწადია ინგლისში, ლივერპულში, ცხოვრობს. თვითონ ამბობს, რომ იქ ჩასვლა და დაფუძნება თვითმიზანი არ ყოფილა.
„უხილავი ფარდის“ დღევანდელი სტუმარი, მიხეილ ხუციშვილი, ბონის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტია, ამთავრებს ბაკალავრიატის პროგრამას.
მოქანდაკე დევი ხმალაძე 25 წელია, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობს. იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლისა და თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ისწავლა პრაღის სამხატვრო აკადემიაში.
მეათე სტუდიაშიდღეს მოისმენთ სიუჟეტს, რომელიც ლომისობის დღესასწაულს ეხება.რადიოჟურნალში გიამბობთ ავტომობილების სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებაზე საქართველოში.
საქართველოში არასრული სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ მაია მანჯგალაძე ჩაირიცხა გერმანიის ქალაქ იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.
მილოშ ზემანმა, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რომელსაც პრორუსულობას წამოაძახებენ ხოლმე, „რუსული პროპაგანდის სიცრუედ“ შეაფასა რუსეთში შექმნილ ახალ დოკუმენტურ ფილმში, ე.წ. „პრაღის გაზაფხულის“ შესახებ გამოთქმული მოსაზრება.
ლევან მინდიაშვილმა სამხატვრო აკადემია თბილისში დაამთავრა. მალევე, მეგობარ მხატვრებთან ერთად, გერმანიიდან ერთი გალერეის მიწვევით ჩავიდა მანჰაიმში.
გიორგი მესხმა ისწავლა თბილისის, ვილნიუსის, ტარტუს უნივერსიტეტებში, მერე ჰამბურგის ბუცერიუსის სახელობის სამართლის უმაღლეს სკოლაში მოიპოვა იურისპრუდენციის მაგისტრის ხარისხი.
ჩამოტვირთე მეტი