ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
უკვე შეუწყდა უფლებამოსილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ზურაბ ხარატიშვილს, რომელმაც თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
დღეს „რეგიონალური მაცნე“ შემოგთავაზებთ სიუჟეტებს კახეთში რთვლის დაწყების, ქუთაისსა და რუსთავში ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესებისა და ახალციხეში სატრანსპორტო კომპანიებს შორის არსებული დავის შესახებ.
სერგეი ლავროვი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის შესახებ და იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ძალის გამოუყენებლობის თაობაზე შეთანხმების მიღწევა.
სოფლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და მოსახლეობის პირველი რიგის საყოფაცხოვრებო საჭიროებების მოგვარების მიზნით რამდენიმე წელია საქართველოში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მუშაობს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი თანამდებობიდან გადადგა. მისი გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი უცნობია.
„ყოფილი კუდ-ელები და სოდ-ელები თავდაცვის სამინისტროში“ - გაზეთ „რეზონანსის“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა „რეზონანსთან“ საუბრისას თქვა, რომ თეთრაძის საქმეში მონაწილე პირები სამინისტროში დღესაც მაღალ თანამდებობებზე არიან, რაც, მისი თქმით, უწყებაში ხელმძღვანელების მიმართ უნდობლობას აღვივებს.
რადიო „თავისუფლების“ დილის სტუმარი იყო სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ომის ხუთი წლისთავზე ომის მიზეზებზე, შედეგებზე და კონფლიქტის მოგვარების შესაძლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის გაზსადენის, ზუგდიდში თხილის რეალიზებისა და ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯვის პრობლემებზე.
6 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელი გია გვილავა.
„ვის წაართმევს ხმებს დავითაშვილი“ - გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ ამ სტატიაში ნათქვამია, რომ შემოდგომისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, ქართველ ექსპერტთა შეფასებით, უპრეცედენტო იქნება, პირველ რიგში, მეორე ტურის ალბათობის გამო.
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნებას გამოცდების ეროვნული ცენტრი 10 აგვისტოს დაასრულებს.
დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ სხვადასხვა მიზეზის გამო ფუნქციაშეჩერებულ ნაგებობებზე ვისაუბრებთ. შემოგთავაზებთ სიუჟეტებს გურჯაანიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან და აბასთუმნიდან.
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებას 140 მილიონი დოლარი მოხმარდება.
„სად მიდის პრემიერი“ - ამოსავალი სტატიისა, რომელსაც დღეს გაზეთ „რეზონანსში“ წაიკითხავთ, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებაა იმის შესახებ, რომ პრემიერი რეალურად მიდის არა პოლიტიკიდან, არამედ თანამდებობიდან.
25 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ზვიად მიმინოშვილი.
„რა ფასად გაყიდა ივანიშვილმა რუსული აქტივები“ - სტატიას ამ თემაზე დღეს გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს.
დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ ისეთ თემებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, როგორიცაა: სამეგრელოსთვის მიყენებული ზარალი, სოფლის მეურნეობა და სახელმწიფო დახმარება, მთათუშეთის დღევანდელი ყოფა და ქუთაისის ტურისტული პოტენციალი.
23 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კახა კუკავა, ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი.
„ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარი, გიორგი კლდიაშვილი საუბრობს თემაზე: "როგორ მივიღოთ მეტი ინფორმაცია მთავრობის საქმიანობის შესახებ“.
ჩამოტვირთე მეტი