ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
მოქალაქის გარდაცვალების ფაქტმა პოლიციის მიერ დაკავების პროცესში, რაც 25 ნოემბერს თბილისში მოხდა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პოლიციის სისტემური რეფორმისა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობა.
დღეს, 30 ოქტომბერს, ბაქოში ოფიციალურად გაიხსნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. გახსნის საზეიმო ცერემონიაში 5 ქვეყნის ლიდერმა მიიღო მონაწილეობა. რკინიგზა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს, განიხილება როგორც „რკინის აბრეშუმის გზა“.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ, 24 ოქტომბერს, ეროვნული ვალუტა ერთბაშად 3 პუნქტით გაუფასურდა და ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებაში 2, 52 თეთრს მიაღწია.
შარშან თბილისის განვითარების ფონდმა დაიწყო მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ისტორიული სადარბაზოების აღდგენა-განახლების პროგრამა. დასრულდა სამი სადარბაზოს რეაბილიტაცია, ამ დღეებში კი გამოცხადდება ტენდერი კიდევ სამი სადარბაზოს სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.
დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ ამომრჩეველმა დილის 8 საათიდან მიაკითხა საარჩევნო უბნებს სასურველი კანდიდატებისა და პარტიების მხარდასაჭერად.
მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
საპარლამენტო უმრავლესობამ კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 117 ხმით დაძლია და, შესაბამისად, არ გაიზიარა მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც 6 პუნქტად იყო გაწერილი.
10-11 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდი, რომელზეც საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული მიმართულებით შექმნილი რთული ვითარება განიხილებოდა.
თბილისის საკრებულოს 10 ოქტომბრის სხდომის საჯაროობის შეზღუდვისა და საკრებულოს სხდომის დადგენილი წესის დარღვევით ჩატარების გამო, საკრებულოს ოპოზიციური პარტიები სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ.
თბილისის საკრებულოს 10 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგში არსებული 40 საკითხიდან განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა რიგით მეხუთე და მეექვსე - ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის მიწის 2 ნაკვეთის გადაცემის საკითხები.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია საქართველოში. მათ შორის კი განსაკუთრებით მძიმეა მათი მდგომარეობა, ვისაც გაეროს ბავშვთა ფონდმა „უხილავი ბავშვები“ უწოდა.
3 ოქტომბერს, 18 საათზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ამოიწურა.
ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური პარტიები საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის ახალი რედაქციისთვის ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ და მოტივირებულ შენიშვნებში ერთობლივად შეთანხმებული ხუთი ძირითადი საკითხის ასახვას ურჩევენ.
რატომ გაუარესდა აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მდგომარეობა საქართველოში, დაცულია თუ არა მათი უფლებები და რატომ ვერ უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლება მათთვის უსაფრთხო გარემოს?
21 სექტემბერს, 18 საათზე, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მერობის, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და საარჩევნო სიების წარდგენის ვადა ამოიწურა. არჩევნებში მონაწილეობის მსურველი 23 პარტიიდან და 5 საარჩევნო ბლოკიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სია 17-მა, ხოლო მერობის კანდიდატის 14-მა სუბიექტმა წარადგინა.
19 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტისგან, ემანუელ მაკრონისგან ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა გადაიბარა. ცერემონია გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 72-ე სხდომაზე, ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე გაიმართა.
ჩამოტვირთე მეტი