რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
როგორი შეიძლება იყოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის პერსპექტივა თურქეთთან დაწესებული სანქციების კვალდაკვალ?
გამოცდები ჩატარდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში და ყველა კლასის პედაგოგისთვის.
გასული წლის მიწურულს კულტურის სამინისტროში გაიმართა ალბომის პრეზენტაცია, სახელწოდებით „ძველი ქართული სამკაული“. წიგნი-ალბომი „ქარჩხაძის გამომცემლობის“ მიერ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.
სახელმწიფო მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის გაზრდის ინიციატივით გამოდის. პროგრამაში "სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ 2016 წლიდან ცვლილება შედის.
როგორია სახელმწიფო პოლიტიკა უსახლკაროებთან დაკავშირებით? როგორ ხდება უსახლკაროთა სტატუსის მინიჭება და ვინ აკონტროლებს ამ პროცესს?
ორწლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებითა და რეკომენდაციებით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შეიმუშავა კანონპროექტი.
საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც 13 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიისგან შედგება, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს.
ლევან მურუსიძის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის გამო უკმაყოფილება გრძელდება.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა წარმოადგინა ლგბტ პირთა უფლებების დაცვის სფეროში 2015 წელს სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შეფასება.
რა ტენდენციები გამოიკვეთა 2015 წელს ფარმაცევტულ ბაზარზე? გაიზარდა თუ არა ფასები მედიკამენტებზე და რა ინიციატივებს მიმართავენ ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტების გაყიდვის მიმართულებით?
მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ ბოლო დადებითი ანგარიში გამოაქვეყნა საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე, ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის წესების განმარტება კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
17 დეკემბერს „ქართულ ფილმში“ გაიმართა მწერლისა და კინორეჟისორის, გოდერძი ჩოხელის, 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. კინოკრიტიკოსებმა, მსახიობებმა, რეჟისორებმა გოდერძი ჩოხელის შემოქმედება გაიხსენეს.
მიმდინარე კვირაში გაიმართა სოციალური მეწარმეობის 2015 წლის ფორუმი, რომლის ფარგლებშიც მოეწყო სოციალური საწარმოების პროდუქციისა და მომსახურების გამოფენა.
მთავრობის კანცელარიაში გამართულ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებათა ნუსხა დამტკიცდა. სია საქართველოში მდებარე 1600 დასახლებულ პუნქტს აერთიანებს.
ა,ბ,გ,დ,ე,ვ,ზ,თ... სახელები და გვარები ანბანის წყობის მიხედვით. 103 პოეტი თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიამ გააერთიანა, ანთოლოგიას კი „ორმაგი ავტოგრაფი“ ეწოდა.
ევროპის საბჭომ საზოგადოებას გააცნო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების შესახებ სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები.
მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანიის პროექტი იმ ახალგაზრდებზეა გათვლილი, რომლებმაც 13 ივნისის სტიქიის შემდეგ საზოგადოებას თავი დაამახსოვრეს.
24 ნოემბერს შედგა პროექტის პრეზენტაცია, რომლის სახელწოდებაცაა „პატიმარ, პრობაციონერ და ყოფილ მსჯავრდებულ ქალთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა“.
რა საფრთხეების წინაშე შეიძლება დადგეს საქართველო დღეს, როდესაც ევროპის შუაგულში უკანასკნელ წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ტერაქტის მოწმე ხდება მსოფლიო?
ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების ინიციატივით გამოდის.
ჩამოტვირთე მეტი