რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა 2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები და წარმოადგინა ის მიგნებები, რომლებიც უკავშირდება ქვეყნის განვითარების კურსს, საგარეო პოლიტიკას, თავდაცვას, ხელისუფლებისა და ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებას და პარტიების მხარდაჭერას.
1986 წლის 26 აპრილს, უკრაინაში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე, ორი აფეთქება მოხდა. აფეთქება მოჰყვა ელექტროსადგურში დაგეგმილ ექსპერიმენტს. ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ტექნოგენური კატასტროფა.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ ცნო სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით და სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ვინ იცავს და როგორ იცავს ძალადობის მსხვერპლს და ასევე სავარაუდო მოძალადე მოზარდებს, რომელთა ვიდეოც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სოციალური ქსელის საშუალებით და რომელზე გამოძიებაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი მუხლით დაიწყო?
ვიდეო, რომლის შესახებ გამოძიებაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 აპრილს დაიწყო, YouTube-ზე პირველად 2017 წლის სექტემბერში აიტვირთა.
გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა საზოგადოებას ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკის პირველი ეროვნული თვისებრივი გამოკვლევის შედეგები გააცნეს.
რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები, საერთაშორისო ტერორიზმი, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა, კორუფცია და სამოხელეო დანაშაული, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების შესაძლო გავრცელება - ეს იმ ძირითადი საკითხების ჩამონათვალია, რომლებიც 2017 წლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში მოხვდა და რომელთა შესახებაც უწყების ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ტრიბუნიდან ილაპარაკა.
ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩია ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 17-ის წინააღმდეგ.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია, სავარაუდოდ, 25 აპრილს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას 12 წლის მოთხილამურის, სალომე ტატიშვილის, საქმეზე, ტატიშვილისა, რომელიც დაიღუპა 2016 წლის 10 იანვარს, გუდაურში სრიალისას, 20 წლის გიორგი ლიპარტელიანის ზურგიდან შეჯახების შედეგად.
სირიის კონფლიქტმა მერვე წელს ითვლის. ყველაფერი 2011 წლის მარტში, ქალაქ რედააში დაიწყო. „არაბული გაზაფხულით“ შთაგონებულმა ახალგაზრდებმა კედლებზე ანტისამთავრობო გზავნილები დატოვეს.
„ქვეყნები გარდამავალ ეპოქაში 2018“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა 11 აპრილს ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუსმა“
10 აპრილიდან დედაქალაქის პარკირების სისტემის მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. თბილისის მერიამ 2018 წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა კომპანიის უპასუხისმგებლობა.
10 აპრილიდან დედაქალაქის პარკირების სისტემის მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. თბილისის მერიამ 2018 წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა.
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სარეცხის გაფენის გამო არც მიმდინარე წელს, არც გასულ წელს და არც წინა წლებში მერიის ზედამხვედველობის საქალაქო სამსახურს არავინ დაუჯარიმებია.
16 აპრილს სააპელაციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ უნდა იმსჯელოს იმაზე, დატოვონ თუ არა ძალაში საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ბესიკ ბუგიანიშვილის, გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი 22 წლის გიორგი ლიპარტელიანი 12 წლის სალომე ტატიშვილის სიკვდილში.
პაპუნა უგრეხელიძე „შეთითხნილს“ უწოდებს სახალხო დამცველის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის მაისში დადგინდა, რომ ის ყოფილ თანამშრომელს „სქესის ნიშნით ავიწროებდა“.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღების კანონპროექტი, რომელიც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას გულისხმობს.
თუკი სამშენებლო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის კომპანია აქამდე მხოლოდ 3000 ლარს იხდიდა, 22 მარტიდან წესის დარღვევისთვის მას ათჯერ მეტის, 30 ათასი ლარის, გადახდა მოუწევს, ოღონდ ჯარიმის გაათმაგება მხოლოდ დედაქალაქის ტერიტორიას შეეხო.
21 მარტს მსოფლიოში აღინიშნება დაუნის სინდრომის დღე, რომლის წლევანდელი ლოზუნგია, “რას ვმატებ საზოგადოებას.“ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა. მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ.
ჩამოტვირთე მეტი