რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
ბიზნესინტერესები და უნივერსიტეტის ჩალის ფასად ხელში ჩაგდება - შავი ზღვის უნივერსიტეტის ინტერესების დამცველი სოსო ბარათაშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ეს არის მოტივი და მიზანი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებისა, შავი ზღვის უნივერსიტეტს ერთი წლით, 2019 წლის 20 აგვისტომდე, აეკრძალოს სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება ერთი წლის ვადით, 2019 წლის 20 აგვისტომდე, შეუზღუდა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე პრეზიდენტსა და სამოქალაქო სექტორს შორის შეთანხება ვერ მოხერხდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძემ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შეფასებას აძლევს 2018 წლის 5 აპრილს ტყიბულში ექვსი მეშახტის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესს.
თბილისში, ბესიკის 4 ნომერში, რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა. ეს იქნება ერთადერთი დაწესებულება, რომელსაც რუსეთის ვიზებისთვის დოკუმენტების წარსადგენად უფლებამოსილება მიანიჭა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციამ.
თბილისში, ბესიკის ქუჩა N4-ში რუსეთის ოფიციალური სავიზო ცენტრი ამოქმედდა. ეს არის ერთადერთი დაწესებულება, რომელსაც რუსეთის ვიზებისთვის დოკუმენტების წარსადგენად უფლებამოსილება მიანიჭა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციამ.
1 ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლები თბილისში მხოლოდ მერიის ნებართვით იმოძრავებენ. ნებართვის მიღება ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ როგორც ელექტრონულად, ისე გამგეობებსა და იუსტიციის სახლში. მძღოლის ვალდებულებაა სალონში გააკრას ნებართვის საბუთი და განათავსოს ტაქსის ყვითელი ნიშანი.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“, სწორედ მას დაუჭერს მხარს.
სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს საპრეზიდენტო არჩევნებში.
ლილი კაკულიას აფხაზეთის ომმა ოჯახის რვა წევრი წაართვა. მათ შორის, 21 წლის შვილი ვასო დგებუაძე და 51 წლის ქმარი გიორგი დგებუაძე. ისინი 1993 წლის 29 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მესამე დღეს, სოფელ ესტონკაში დახოცეს. ლილი კაკულიამ მოკლულ ქმარ-შვილსა და ნათესავებს საკუთარი ხელით გაუთხარა საფლავები.
2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში უნდა ამოქმედდეს დაგროვებითი საპენსიო რეფორმა, რომლის მიხედვითაც, საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა ის მოქალაქე, რომელიც ანაზღაურებას იღებს გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე.
25 ივლისს საქართველოში ჩამოვიდა მრავალფუნქციური ვერტმფრენი MI 8, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ბელორუსიისგან, პილოტთან ერთად, ოქტომბრამდე დაიქირავა. ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას.
„კიდევ სიკვდილი...ცრემლთა ნაკადული...დაუსრულებელი ტანჯვა-მწუხარება შინ და გარეთ!.. ჯერ თვალებზე ცრემლი კიდევ არ შეგვშრობია. ულმობელმა სიკვდილმა მოგვტაცა ჩვენი ნიჭიერი მგოსანი. აღარ გვყავს ვაჟა!“...
თბილისის აეროპორტში MI 8 TMV-ს აწყობენ. ვერტმფრენი, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბელორუსიისგან იქირავა, თბილისში ჩამოიტანეს. ვერტმფრენი მონაწილეობას მიიღებს სამაშველო ოპერაციებში. საქართველოს მთავრობამ მის დასაქირავებლად 891 800 ლარი გამოყო.
საბერძნეთში სამდღიანი გლოვაა ბოლო ათწლეულის უძლიერესი ხანძრით გამოწვეული მსხვერპლის გამო. დაღუპულია სულ მცირე 77 ადამიანი. საავადმყოფოებში რჩება ორასამდე დაშავებული. დამწვარია ასობით საცხოვრებელი სახლი. მოსახლეობა ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებს.
ნინი მაისურაძე, 8 წელია საბერძნეთში ცხოვრობს. 24 ივლისს, ის იმ ხანძრის ეპიცენტრში აღმოჩნდა, რომელმაც სულ მცირე 60 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ათენის გარეუბნებსა და ახლომდებარე ქალაქებში: „გავრბოდი და ჩემ წინ იწვოდა ხალხი, სახლები, ფეთქდებოდა მანქანები.
შვიდს საათს გაგრძელდა გლდანის საგამოძიებო იზოლატორში ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანისა და თენგის კალანდიას გამოკითხვა. შეხვედრიდან გამოსული საპარლამენტო საგამოძებო კომისიის წევრები აცხადებენ, რომ მათ ბევრ კითხვაზე მიიღეს პასუხი, თუმცა, დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე, თავს იკავებენ.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მირზა სუბელიანსა და თენგის კალანდიას გამოკითხავს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. კომისიის წევრები გლდანის საგამოძიებო იზოლატორში მივიდნენ. მირზა სუბელიანი დაკავებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.
24 წლის ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ბათუმში 19 ივლისს გარდაიცვალა, სავარაუდოდ, 21 ან 22 ივლისს დაკრძალავენ. ბაბუა რადიო თავისუფლებას შვილიშვილის ამბავს უყვება.
ჩამოტვირთე მეტი