რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
19 დეკემბერს, თბილისში, ღამის 01:30-ზე თავს დაესხნენ ქვიარ სივრცეს, Success Bar-ს. ბარის მენეჯერის ინფორმაციით, თავდამსხმელმა მას და ბარის დაცვის თანამშრომელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აქციას გამართავენ შაბათს, ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან. ისინი ამ გზით გააპროტესტებენ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოსტზე დანიშნული დიმიტრი გაბუნიას გადაყენებას მოითხოვენ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში მუშაობას შეუდგა. მისი სამუშაო კაბინეტი რეზიდენციის ადმინისტრაციის ფლიგელში განთავსდა, სადაც სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ჟურნალისტებმა 18 დეკემბერს პირველად დაათვალიერეს რეზიდენციის ინტერიერის ნაწილი.
353-ე და 126-ე მუხლები - სისხლის სამართლის კოდექსის ამ ორი მუხლით აღიძრა საქმე მას შემდეგ, რაც 16 დეკემბერს, ველისციხეში, ხელჩართული ბრძოლა გაიმართა თელავისკენ მიმავალ გაერთიანებულ ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის.
91 წლის ანჟელა და 83 წლის ლამარა ცოტა ხნით ფოტომოდელებად იქცნენ. დიზაინერმა მეგი გაბუნიამ ქალები თანამედროვე სამოსში გამოაწყო და ამ ჟესტით სხვა პროფესიის ადამიანებს შეახსენა, რომ ასაკი ბევრს არაფერს ცვლის. ანჟელა მეგის ბებიაა.
სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 12 დეკემბერს ძალაში დატოვა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება საქმეზე „თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ“.
გამოკვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით დაიგეგმა, რაც საქართველოს მასშტაბით 1500 ბავშვის სისხლის ნიმუშის აღებასა და ამ გზით, პრობლების იდენტიფიცირებასა და საერთო სურათის დანახვას გულისხმობს.
„ხმას ვიმაღლებ ადამიანის უფლებების დასაცავად“, - 10 დეკემბერს მსოფლიო და საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ამ გზავნილით აღნიშნავს. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები წლის შემაჯამებელ ანგარიშებს აქვეყნებენ
მღვიმე, რომელიც შესაძლოა, 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს, ქუთაისში, სამი კვირის წინ, შემთხვევით აღმოაჩინა ვახტანგ სიხარულიძემ. 6 დეკემბერს ვახტანგ სიხარულიძის აღმოჩენილი მღვიმე სპელეოლოგებმა დაათვალიერეს. როგორც ისინი ამბობენ, პირველადი დათვალიერებით, მღვიმე უნიკალურია.
მღვიმე, რომელიც შესაძლოა, 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს, ქუთაისში, სამი კვირის წინ, შემთხვევით აღმოაჩინა ვახტანგ სიხარულიძემ. პროფესიით ფსიქიატრი, ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობს.
სამოქალაქო მოძრაობის ოფისები უკვე გახსნილია თბილისსა და ბათუმში. მოძრაობა აპირებს მოიცვას საქართველოს დიდი ქალაქები.
„არ შეიძლება, საგანმანათლებლო სისტემაში საგნების პედაგოგებად შედიოდნენ პატრულები, სამხედროები, სპორტსმენები და ა.შ“, - ასე ეხმაურება შალვა ტაბატაძე, ექსპერტი განათლების საკითხებში, გავრცელებულ ინფორმაციას სკოლებში ახალი არჩევითი საგნის შემოღების შესახებ.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სექსუალური შევიწროების ფაქტებს გამოავლენს და შესაბამის სანქციებს დააწესებს, პარლამენტში განსახილველად საგაზაფხულო სესიაზე შევა.
ცნობილი ცისფერი „ჟიგული“, რომელიც 27 წლის განმავლობაში იდგა დიღმის მასივის, მეოთხე კვარტლის, მეცხრამეტე კორპუსის, მეოთხე სართულზე 2 დეკემბერს ამწეთი ჩაიტანეს.
სექსუალური შევიწროება - პრობლემა, რომელსაც გამოკვლევების მიხედვით, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადასწყდომია ყოველი მეორე ქალი. პრობლემა, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას და კრიმინალიზაციას საჭიროებს. სექსუალური შევიწროება - ქცევა და ნეგატიური კულტურა, როგორც საზოგადოებრივ სივრცეში.
რა პოლიტიკურმა ფაქტორებმა განაპირობა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები? მიუხედავად იმისა, რომ უკვე კარგა ხანია ლაპარაკობენ პოლიტოლოგები სხვადასხვა პოლიტიკურ ფაქტორებზე, ისინი ფიქრობენ, რომ ამ ფაქტორების სიღრმისეულად გაანალიზებას დრო და შესწავლა სჭირდება.
დიდუბის ეკლესიის ჭიშკართან გაიხსნა ბუტა რობაქიძის მემორიალური დაფა. 19 წლის ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბრის ღამეს სწორედ დიდუბის ეკლესიასთან, წერეთლის გამზირზე, საპატრულო პოლიციამ მეგობრებთან ერთად დააკავა. ის ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
ბილბორდები „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ლიდერის გრიგოლ ვაშაძის ფოტოკოლაჟითა და წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას!“, 18 ნოემბერს გაჩნდა დედაქალაქის ქუჩებში.
22 ნოემბერს, 11:00 – 18:00 საათამდე, გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. უფასო აცრის აქცია თბილისში დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ასათიანის ქუჩაზე ტარდება და ის უფასოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სექსუალური შევიწროების ფაქტებს გამოავლენს და შესაბამის სანქციებს დააწესებს, პარლამენტში განსახილველად საგაზაფხულო სესიაზე შევა. ცვლილებათა პაკეტზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.
ჩამოტვირთე მეტი