რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
მეოთხე თვეა, ჭავჭავაძის გამზირზე საგზაო-ინფრასტრუქტურული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაობი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს.
როცა პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას უცხადებდა, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა პარლამენტის შენობასთან ცხვარი მირეკეს.
შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, რომელიც ძალაში 2019 წლის 19 თებერვალს შევიდა, სექტემბრიდან კიდევ უფრო მეტ ნორმასა და ვალდებულებას უწესებს როგორც დამსაქმებელს, ისე შრომის ინსპექციის დეპარტამენტს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე პოლიტიკოსები აკეთებენ საჯარო განცხადებებს. და ამ განცხადებებს აკეთებენ თანამდებობის პირები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები.
82 წლის პერუელი მწერალი, მარიო ვარგას ლიოსა თბილისში წელს აღარ ჩამოვა. ამის შესახებ მან რამდენიმე კვირის წინ მოსწერა ქართულ მხარეს და წერილში ერთ-ერთ მიზეზად ის რყევები დაასახელა, რომელიც მისი თქმით, უკანასკნელ თვეებში კულტურის სფეროში განხორციელდა.
82 წლის ცნობილი პერუელი მწერალი, მარიო ვარგას ლიოსა საქართველოში აღარ ჩამოდის.
შს მინისტრის, გიორგი გახარიას წარდგენას პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხმაური მოჰყვა. აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებმა, რომლებიც ორ თვეზე მეტია ითხოვენ გიორგი გახარიას გადადგომას, პარლამენტის შესასვლელები დაიკავეს.
საქართველოში მცხოვრებ ყოველ მეორე პენსიონერს ბანკის ვალი აქვს. საპენსიო სესხში ისინი სხვა დანარჩენი მოსახლეობისგან განსხვავებით, ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს, 31%-ს იხდიან და პენსიის მესამედს, 65 ლარს, თვეების და ხშირად წლების განმავლობაში, ბანკში ტოვებენ.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტებისა და მაუწყებლის მენეჯმენტის დაკომპლექტების აქტიურ ფაზაში გადადის.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის, ნატა მახვილაძის და „პრაიმტაიმის“ რედაქტორის წინააღმდეგ.
20 აგვისტოს, უშგულის მოსახლეობამ სოფელში შესასვლელი გზა რამდენიმე საათით გადაკეტა. მოსახლეობა ითხოვს უშგულში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ასვლას.
პირდაპირი თუ ირიბი მუქარები, გაფრთხილებები, შეთქმულების თეორიები, “სხვისი თამაშის” წესებით მოქმედების მოთხოვნები - წიგნის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი დეა მეტრეველი რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს იმ “ომზე”, რომელიც ორ წელიწადს გაგრძელდა და საბოლოოდ, ცენტრის დახურვით დასრულდა.
16 წლის ლუკა მეთორმეტე დღეა სიცოცხლისთვის იბრძვის ქუთაისის დიაგნოსტიკურ საავადმყოფოში. იქ მოსახვედრად ლუკამ გრძელი, უფრო ზუსტად კი ხანგრძლივი გზა გაიარა.
20-21 ივნისის ღამის შემდეგ, რომელიც „გავრილოვის ღამის“ სახელით მოინათლა, 40 დღე გავიდა. რუსთაველის გამზირზე აქციები გრძელდება და გაგრძელდება იმ მომენტამდე, სანამ შს მინისტრი, გიორგი გახარია არ გადადგება. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები.
სამშენებლო სექტორში წერილობითი შრომითი ხელშეკრულებები იშვიათობაა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ეუბნება გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი. მისი თქმით, ამ გზით, ერთის მხრივ, დამსაქმებლები მალავენ გადასახადებს და თავს არიდებენ შრომის კანონმდებლობის შესრულებას.
16 წლის გიორგი ბეშკენაძემ სოფელ გვიმრიანის საჯარო სკოლის ცხრა კლასი წელს დაამთავრა. ბიჭი სწავლის გაგრძელებას აღარ აპირებდა. არასრული განათლების მოწმობა დღე-დღეზე უნდა აეღო.
“სანამ არ დასრულდება გამოძიება... მე ვრჩები აქ”, - ეს სიტყვები შს მინისტრს, გიორგი გახარიას ეკუთვნის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ჯერ კიდევ ივნისის მიწურულს უთხრა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე მოწმის სახით მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს 20-21 ივნისის საქმეზე. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ემუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.
ჩამოტვირთე მეტი