რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
2019 წელს, 607 თანამდებობის პირიდან, ნახევარზე მეტმა დეკლარაცია არასწორად შეავსო.
მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე მხოლოდ 9 თვეა დარჩენილი, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, უფრო ზუსტად კი ნახევარზე მეტს (56%), არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიას დაუჭერდა მხარს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს.
სტელა ხალათიანი 13 წელია მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრში“ კონტროლიორად მუშაობს. მიწის ქვეშ მას თითო მორიგეობაზე 12 საათის გატარება უწევს. ჯიხური, საიდანაც ის ესკალატორს აკონტროლებს, ერთ კვადრატულზე ცოტა მეტია. მისი საქმიანობა მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ოთხ საათს გაგრძელდა ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული სამი პირის წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში მდებარე „ანას ბაღის“ სამეზობლო არ აპირებს პროტესტის შეწყვეტას. ისინი ამბობენ, რომ არ დაუშვებენ „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას. ადგილობრივების თქმით, აქციები გაგრძელდება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა.
ვარკეთილის ზემო პლატოზე, მეორე მიკრორაიონში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს “ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის” სამშენებლო ტექნიკა 9 იანვარს, დილიდან გამოჩნდა. „ანას ბაღთან“ კომპანიის წარმომადგენლებისა და ტექნიკის გამოჩენას ხმაური და მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
ხუთი შვილის დედა, ნინო გორგოშიძე, ყოფილ ქმარს, მოქმედ სასულიერო პირს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს.
მოზარდი რომ მსხვერპლად არ იქცეს, სკოლამ რომ მოზარდის საჭიროებები დროულად დაინახოს, სამართალდამცავებთან მისი ურთიერთობა იყოს უსაფრთხო, - აი ამ და კიდევ სხვა მსგავს საკითხებზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ მსჯელობა დაიწყო.
32 წლის გიორგი ფხალაძე პროფესიონალი გიტარისტია. გიტარის შესწავლა და ინსტრუმენტების დამზადება ერთდროულად დაიწყო.
„ახლა დედას არ შეუძლია, რომ გამოძიებას ჩვენება მისცეს. არ არის კარგად. თუმცა, რამდენიმე დღეში, აუცილებლად მივა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში და დეტალურ ჩვენებას მისცემს გამოძიებას“ – 15 წლის ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე, ლუკას პოლიციაში გამოკითხვის დეტალებს იხსენებს.
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, ადვოკატი ბადრი მანჯავიძე ცხინვალში 19 დეკემბერს ჩავიდა. თბილისიდან ცხინვალამდე 9 საათი იმგზავრა.
„არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, დაგვანებეთ თავი. დაანებეთ ბავშვს თავი. ყველა პოლიციელი დაისჯება“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას 16 წლის მოზარდის მამა. მისი შვილი რამდენიმე თვის წინ, ბოლნისის რაიონულ სამმართველოში ქურდობის აღიარების მიზნით აწამეს, ხელი მოტეხეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.
15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, 20 დღეზე მეტია არ აქვს ინფორმაცია, რა მდგომარეობაშია ცხინვალის ციხეში დატყვევებული ექიმი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გაუმჯობესებულია. როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა, მოზარდი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე გამოძიება გრძელდება. მიმდინარეობს იმ მოზარდების გამოკითხვა, რომლებსაც საქმეში ბრალდებული ამერიკის მოქალაქე, თბილისში, ერთ-ერთ ბინაში მოწყობილ ფოტოსტუდიაში, პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოებს უღებდა.
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე 22 პირია დაკავებული. მათგან 11 დააკავეს რამდენიმე დღის წინ. დაკავებულთა უმრავლესობა მოზარდების მშობლები არიან.
გრიმი, პომპეზური კაბა, მძიმე თავსაბური - კონტრ-ტენორ მიხეილ აბრამიშვილს თითქმის ერთი საათი სჭირდება იმისათვის, რომ გარდაისახოს და მაყურებელი იშვიათი ხმისა და კოსტიუმების დახმარებით ბაროკოს ეპოქაში გადაიყვანოს.
5 დეკემბერს, 30-მა ოპოზიციურმა პარტიამ, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირა.
ჩამოტვირთე მეტი