რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
25 ივნისს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ბლოგერი გია პაიჭაძე. 24-26 ივნისს, კვარიათში ბლოგინგის განვითარების საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებითა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ქართული ბლოგინგის დღეები მიმდინარეობს.
23 ივნისს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენელი მარიამ ხოტენაშვილი. მისი თქმით, კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ინფორმაციის მიწოდების მხრივ, ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა ცენტრალური საარჩევნო კომისია.
21 ივნისს, თბილისის სტუდიის სტუმარი იყო საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის იურიდიული სამსახურის თანამშროლმელი, თამარ მაღრაძე. მისი თქმით, დღეს მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელთა პირველი ცენტრი გაიხსნება.
11 ივნისს, რადიო ”თავისუფლების” თბილისის სტუდიის სტუმარი იყო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი მაია ლიპარტელიანი. ის აცხადებს, რომ უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან მათზე აშკარა ზეწოლა ხორციელდება.
თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი დეა მეტრეველი. მისი თქმით, პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ლიტერატურისა და წიგნის პოლულარიზაციას საქართველოსა და საზღვარგარეთ.
გასული კვირის ბოლოს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საბაზისო პროექტი საერთაშორისო ექსპერტებმა განიხილეს და დადებითად შეაფასეს.
თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში - უფრო სწორად კი, ავლაბარში - 4 ივნისს სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა თემაზე ”ძველი თბილისის იდენტობა და სული”. კონფერენციას ქართველ ექსპერტებთან ერთად უცხოელი არქიტექტორები და ექსპერტები ესწრებიან.
მაისის ბოლოს გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის კიდევ 52-მა მოსწავლემ დაასრულა სწავლა და ისინი ახლა განათლების მისაღებად უკვე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ განათლების მიღებას.
პირველ ივნისს თბილისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება გაიმართა. მათ შორის იყო კონფერენცია, სახელწოდებით ”ბავშვის უფლებაა - მოუსმინონ”. კონფერენციაზე ბავშვთა უფლებების დარღვევაზე ისაუბრეს.
ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის წარმომადგენლები არჩევნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ წინასწარ დასკვნას აქვეყნებენ.
რა იმედით წავიდა კვირას საზოგადოება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რა ცვლილებებს ელის ის 30 მაისის არჩევნებისგან? საკუთარი ხმა დღეს, რიგით ამომრჩევლებსა და თბილისის მერობის კანდიდატებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმაც დააფიქსირა.
ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი გურამ ჩახვაძე ”ცესკოს” მიერ ჩატარებული სამუშაოთი კმაყოფილია და აცხადებს, რომ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ არჩევნებმა სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩაიაროს.
არასამთავრობო ორგანიზაციები 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებში სამხედრო პირთა მონაწილეობის წესს ეწინააღმდეგებიან. ისინი აცხადებენ, რომ ცესკომ და მმართველი პარტიამ საარჩევნო კოდექსის ინტერპრეტაცია მოახდინეს.
აღლუმის საზეიმო მსვლელობაში 4 325 ქვეითი მონაწილეობდა - სამხედროები ახალი შეფერილობის ტექნიკითა და ფორმით წარდგნენ. რუსთაველის გამზირზე ჩაიარა ჯავშანტრანსპორტიორებმა და საარტილერიო სისტემებმა. აღლუმი ავიაციის საჩვენებელი ფრენით დასრულდა.
რადიო ”თავისუფლება” აგრძელებს საარჩევნო სუბიექტების პროგრამების გაცნობას. 20 მაისს რადიო ”თავისუფლების” დილის გადაცემის შეკითხვებს პასუხობდა პარტია ”მომავალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე.
რადიო თავისუფლების დილის პროგრამა აგრძელებს საარჩევნო სუბიექტების პროგრამების გაცნობას. ამჯერად შეკითხვებს პასუხობდა, ”კონსერვატიული” პარტიის ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა 17 მაისს მედიას წარუდგინა ანგარიში კომისიაში შესული საჩივრებისა და განცხადებების შესახებ. მისი თქმით, კომისია ყველა შემოსულ საჩივარსა და განცხადებას შეისწავლის და რეაგირებას მოახდენს.
გასულ კვირას საქართველოში ერთ საინტერესო ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი: თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღვინის კლუბის ინიციატივით, ”ახალი ღვინის ფესტივალი” გაიმართა. ფესტივალში არა მხოლოდ ღვინის კომპანიებმა და მცირე მარნებმა მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შემდეგ ქართული ოპოზიციის ჯერიც დადგა. ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნებიმ მათთან 14 მაისს, დილიდან, ”თბილისი მარიოტში” დაიწყო შეხვედრები.
ხუთასმა ადვოკატმა გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარადგინა. ცვლილებები 10 პუნქტს მოიცავს და, ადვოკატთა მტკიცებით, აღნიშნული ცვლილებები საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს.
ჩამოტვირთე მეტი