რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში არასრულწლოვანმა იმშობიარა. გოგოს გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა.
რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ დახურულ ფეისბუკჯგუფში, რომელსაც 10 ათასამდე წევრი ჰყავს, დავპოსტე - სტატიის მომზადებას ვფიქრობ უშვილობასთან ბრძოლის ხარჯებზე და თუკი დალაპარაკების სურვილი გექნებათ, იქნებ მომწეროთ-მეთქი.
50 წლამდე ქალს გამოძიება მცირეწლოვანი შვილის გაუპატიურების ხელშეწყობას ედავება. ქალი 25 იანვარს დააკავა გამოძიებამ და ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ამ ბრალდებით დედაა დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-137-ე მუხლით მიმდინარეობს.
23 იანვარს, დილით, 11 საათზე, კეკელიძის ქუჩაზე, მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსასახლებლად რომ გამოჩნდა აღსრულების პოლიცია, ყინავდა. „ყინავდა“ - მხოლოდ სიტყვის მასალა არ არის. თბილისში იმ დილით მინუს ერთი იყო და თავგამოდებით თოვდა.
მძიმე დანაშაულებში, მათ შორის, ფემიციდის საქმეებში ბრალდებული პირებისთვის მაქსიმალური სასჯელის, უვადო პატიმრობის თავის არიდების ერთ-ერთი გზა შეზღუდული შერაცხადობის დადგენაა.
აიძულეს თუ არა 13 წლის აითაჯი დედამ და ბიძამ, რომ თანხმობა ეთქვა 27 წლის კაცთან ნიშნობაზე? დამალეს თუ არა აითაჯის დედამ და ბიძამ დანაშაული, როდესაც 27 წლის კაცმა ბავშვი იძულებით წაიყვანა სახლში? - რუსთავის საქალაქო სასამართლო ახლა სწორედ ამ კითხვებზე ეძებს პასუხს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 2023 წლის შემოდგომაზე მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედისა და ბიძის, ეგანა მაგარამოვასა და ნადიკ მაგარამოვის საქმის განხილვა. 17 იანვარს სხდომათა დარბაზში ბრალდების სამი მოწმე, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი, აითაჯის კლასელები გამოიკითხნენ.
„შემოდგომაზე რომ გამოაცხადეს, 2024 წლიდან ძალოვანები გაზრდილ პენსიას აიღებენ და პენსიის ზღვარი 1000 ლარამდე იქნებაო, ველოდი, რომ იანვარში მეც გაზრდილ პენსიას ჩამირიცხავდნენ, მაგრამ ანგარიშზე ისევ ძველი პენსია დამხვდა“, - მეუბნება ამირანი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გამოიტანა პენსია ბანკომატიდან.
9 იანვრის ღამეს, თბილისში, ქმრის მიერ მოკლული 27 წლის ქეთევან ედიბერიძე, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში, გეოლოგია-პალეონტოლოგიის ფონდში მუშაობდა. ის დაცვა-აღრიცხვის განყოფილების ლაბორანტი იყო. ქალის სიკვდილზე ლაპარაკი დღეს მის თანამშრომლებს უჭირთ.
რაჭაში, შოვში მომხდარი ტრაგედია ერთ-ერთია, თუ არა ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი 2023 წლიდან. ტრაგედია, რომელმაც 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გაანადგურა ცნობილი ქართული კურორტი და კიდევ ერთხელ, ოღონდ ამჯერად უფრო მძაფრად დაგვანახა ბევრი პრობლემა.
ქალებს ჯერ ისევ უჭირთ ძალადობაზე ლაპარაკი. ამას ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული ეროვნული კვლევა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ.
სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება - ამ სავარაუდო დანაშაულის ჩადენას ედავება ონის პოლიცია 29 წლის მარიტა გუტაშვილს, ქალს, რომელმაც შოვის სტიქიის დროს ოჯახის ცხრა წევრი, მათ შორის, და-ძმა, მეგი და გიგი დაკარგა.
ვაჟაზე, „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალთან, კანტიკუნტად ჩანან პენსიის ასაღებად მისული ხანდაზმულები. ამასობაში ისწავლეს, როგორ გამოიტანონ ბანკომატებიდან პენსია და აღარ სჭირდებათ ბანკში მისვლა და რიგში დგომა პენსიის, სამი ასეული ლარის ასაღებად.
„აუ, გამიყოფ? კაი, მაშინ, მომაკბეჩინე“, „50 თეთრი დამიმატე, რა“, „ლობიანის ფულს ვკრებთ, დადე და წამო, ვჭამოთ“, - მეათეკლასელი ნიკა იმ ფრაზებს მითვლის, რომლებიც ყველაზე ხშირად ესმის სკოლაში, დასვენებებზე.
"პირიქით, ხელისუფლებას უფრო მეტად და უფრო მეტი შემართებით ვაკრიტიკებ, ჩემს ქცევებს უსამართლო ჯარიმები ვერ შეცვლის“, - მეუბნება ირაკლი მილაძე, სამოქალაქო აქტივისტი, რომელსაც TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, 2023 წლის თებერვალში, სასამართლომ ორი, 2000-2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
„ი.ხ.-მ მიიჩნია, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა მეორედ გათხოვებით მას შეურაცხყოფა მიაყენა, ვინაიდან თვლიდა, რომ დაზარალებულს, როგორც ქალს, არ ჰქონდა პირადი ცხოვრების განკარგვისა და სხვა მამაკაცზე ქორწინების უფლება“, - ეს არის ნაწყვეტი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან.
ჩამოტვირთე მეტი