რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე ადამიანების მიმართ სატელეფონო გინების, მუქარის, ქუჩაში დახვედრისა და ცემის, სახლთან თუ ოფისებთან შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტერების გაკვრის პირველი ტალღა გადავლილი არ იყო, მაისის ბოლოს, მეორე ტალღა რომ აზვირთდა.
სალომე და მისი და, ელენე* ის გოგოები არიან, რომლებმაც მრავალწლიანი დუმილის შემდეგ გაბედეს, არასამთავრობო ორგანიზაციას მიაკითხეს და თქვეს, რომ წლების წინ, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, მათზე ბიძა სექსუალურად ძალადობდა.
რუსთავში მოკლული დედა-შვილის, 20 წლის მარიამ სოფრომაძისა და 47 წლის ინგა ბეგაშვილის საქმეზე ბრალდებულ 27 წლის გიორგი ფირაშვილს 24 მაისს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მადონა მაისურაძემ, აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა განუსაზღვრა.
„გაოცებული ვარ, ისე როგორ ინიღბებოდა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მივხვდი, როგორი ადამიანი იყო“, - ნინო კიკილაშვილი, რუსთავის #1 დიაგნოსტიკური ცენტრის პედიატრი, რადიო თავისუფლებასთან იხსენებს 20 წლის მარიამ სოფრომაძისა და მისი დედის, 47 წლის ინგა ბეგაშვილის მკვლელობის დილას.
მოახერხა თუ არა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იმ ნიღბიანი სპეცრაზმელებიდან თუნდაც ერთის იდენტიფიცირება მაინც, რომელმაც „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტზე იძალადა? რადიო თავისუფლება ეცადა, პასუხი ეპოვა ამ და ძალადობასთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე.
ნატალია ყიფშიძეს და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ათეულ ადამიანს, სამართალდამცავები 24 აპრილს, პარლამენტის წინ, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, გზის არაკანონიერად გადაკეტვას ედავებიან.
“მახსოვს, ნიღბიანმა პოლიციელმა გამომათრია ხალხიდან, ვგრძნობდი დარტყმებს ყველა მხრიდან. ტანსაცმელი შემომეხა, შარვალზე ნაფეხურები მეტყობოდა”, - 29 წლის ინგლისური ენის პედაგოგმა, პატრიკ ჰერნანდესმა, დიღომში, წინასწარი დაკავების იზოლატორში 48 საათი გაატარა.
13 მაისს, პარლამენტთან, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციისას დაკავებული ამერიკის მოქალაქეები დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. სამართალდამცავები მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ძირს დაგდებული, ხელებშეკრული დემონსტრანტი სპეცრაზმელებს წრეში ჰყავთ მოქცეული. ისინი ახალგაზრდა კაცს მუშტებით, წიხლებით უსწორდებიან, შემდეგ მიათრევენ და აკავებენ - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კადრი, რომელიც 13 მაისს, დილით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გავრცელდა, თუმცა, არა ერთადერთი.
მეოთხე დღეა უცნობი პირები მოქალაქეებს უცხო ნომრებიდან ურეკავენ და მათ დაშინებას თუ შეურაცხყოფას ცდილობენ. ისინი „აზერბაიჯანიდან“, „სამხრეთ აფრიკიდან“, „ბურუნდიდან“, „მაროკოდან“, „უკრაინიდან“, ახლა უკვე ადგილობრივი მობილური ოპერატორებიდან რეკავენ მათთან, აგინებენ და ემუქრებიან.
სამ კვირაზე მეტია საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში გამოსული ახალგაზრდები ამბობენ, რომ ევროპულ მომავალს იცავენ. „გამწევი ძალა“ - ასე უწოდებენ მათ მშობლები, თაობა, რომელიც ათეული წელია რუსთაველზე თავად გამოხატავდა პროტესტს.
34 წლის უჩა ქემაშვილი პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე, 15 აპრილს, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, გვიან ღამით დააკავეს.
36 წლის ქართველმა მებრძოლმა, ზურაბ ჯიბუტმა, რუსეთთან ომში, უკრაინაში, ორივე ფეხი დაკარგა. რამდენიმე თვის წინ ის ხარკოვის მხარეს ნაღმზე აფეთქდა.
„ბოლო ორი დღეა, შედარებით უკეთ გრძნობს თავს, სასეირნოდაც გავიყვანე, მეგობრებს შეხვდა, მინდა, გული გადააყოლოს“, - ეუბნება რვა წლის გოგოს დედა რადიო თავისუფლებას. მისი შვილის გაუპატიურების ბრალდებით, ათი დღის წინ არასრულწლოვანი, 14 წლის ბიჭი დააკავეს.
უკრაინაში მებრძოლი, 32 წლის კოკა მურაჩაშვილი, ბახმუტის მიმართულებით ბრძოლისას მიღებული ჭრილობებისა და სამი ოპერაციის შემდეგ, ჯერჯერობით უკრაინაში მკურნალობს. მალე პოლონეთში წავა - ქართველმა მებრძოლმა იქ რეაბილიტაციის რამდენიმეთვიანი კურსი უნდა გაიაროს. იქ უნდა მოირგოს ფეხის პროთეზიც.
ბოჭორმის ქუჩა №12-ში, მაღაზია "ბეთლგრაუნდის" ტერიტორიაზე, სადაც 7 აპრილს აფეთქება მოხდა და რომელსაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.
ჩამოტვირთე მეტი