უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
„ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გადარჩენას და გვენანება ამ შანსის დაკარგვა. გვენანება, რომ, რა პროგრესსაც ამ დროის განმავლობაში მივაღწიეთ, გვეკარგება“, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში მალხაზ რეხვიაშვილი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომელი.
13 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მხარდაჭერის კამპანიაში ჩაერთვნენ ონლაინ-გამოცემები და 10:00 საათიდან თავიანთი ვებსაიტების ე.წ. გამხსნელი ფოტოები აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერი ფოტოთი შეცვალეს.
„საქართველოს უჭირავს საშუალო ადგილი კიბერუსაფრთხოების კუთხით მომზადების თვალსაზრისით“, - აცხადებს ანდრო გოცირიძე, კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი რადიო თავისუფლების ეთერში. ის აღწერს კიბერსაფრთხეებს და იმ სკანდალების უკან არსებული საფრთხის სტრუქტურას, რომელიც საქართველოს შეეხო და მუდმივად ემუქრება.
რას შეიძლება ველოდეთ ეკონომიკის გახსნისგან? „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტ გია ჯანდიერს იმედი აქვს, რომ გამოსავალს და მეტიც, წარმატებისკენ გზას ისევ კერძო ბიზნესი გამონახავს:
USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი თვლის, რომ მთავარია არა დახმარების მოცულობა, არამედ ის, თუ რა მიზნების მიღწევას ემსახურება ეს ფინანსური რესურსები. პიტერ ვიბლერთან ონლაინინტერვიუ გასული კვირის ბოლოს, 8 მაისს არის ჩაწერილი. გთავაზობთ მის სრულ თარგმანს:
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი არინა თავაქარაშვილი წლებია ურთიერთობს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან. ცალკეული გამოკვლევის მიღმა მას მუდმივად აქვს ურთიერთობა ამ ადამიანებთან.
2008 წლის ომის შემდეგ, საოკუპაციო ხაზისპირა სხვა სოფლებისგან განსხვავებით, ზარდიაანთკარელებს რამდენიმე წელიწადი დასჭირდათ თავიანთ სახლებში დასაბრუნებლად, რისი მიზეზიც იყო ის, რომ ტერიტორია სრულიად უკონტროლო იყო.
რატომ იყო მნიშვნელოვანი, რაც „ფეისბუკის“ ადმინისტრაციამ გააკეთა, როგორც თვითონ უწოდებს, „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ აღსაკვეთად და რაც უკავშირდებოდა საქართველოსაც? რით განსხვავდებოდა 2019 წლის დეკემბერში განხორციელებული წმენდის საქართველოს ეპიზოდი მიმდინარე წლის აპრილის ეპიზოდისგან?
COVID-19-ის გავრცელების ფონზე საქართველოს აზერბაიჯანული თემი არაერთხელ აღმოჩნდა ქსენოფობიური გამოხატვის სამიზნე. ამ თემაზე რადიო თავისუფლება ბოლოს სულ ორიოდე დღის წინაც წერდა - იმის შესახებ, რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მომხდარს მოჰყვა.
ეკონომიკის არაერთი ექსპერტი ვარაუდობდა, რომ ტურიზმის მომსახურე სექტორიდან (სასტუმროები, კაფეები, რესტორნები) ბაზარზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირება ფასებსაც დაეტყობოდა და შემცირდებოდა კიდეც. თუმცა, ჯერჯერობით, ბაზარს მსგავსი არაფერი ეტყობა. კონსტანტინე რუხაძე საინტერესო დაკვირვებას გვიზიარებს.
COVID-19-ის პანდემია უმეტესწილად იხილება, როგორც ჯანდაცვისა და ეკონომიკის ტვირთი. ჯერჯერობით ნაკლებად მსჯელობენ ეფექტზე, რომელსაც შექმნილი ვითარება ახდენს ადამიანების ფსიქიკაზე.
ევროკომისიის მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის რამდენიმე ქვეყანაში - მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში ჩატარდა გამოკვლევა სამოქალაქო საზოგადოების წინაშე კიბერუსაფრთხოების, ინფორმაციული და ფიზიკური უსაფრთხოებისთვის არსებული რისკების შესაფასებლად.
საგანგებო მდგომარეობისას საქართველოში ამოქმედდა არაერთი ახალი საკანონმდებლო ნორმა და შეზღუდვა, რომელთა დარღვევაც პირველ ჯერზე 3000 ლარის ჯარიმით, დარღვევის გამეორების შემთხვევაში კი სამ წლამდე პატიმრობით ისჯება. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი საკანონმდებლო სიახლე იქცა განსჯის საგნად.
„რეფორმების გუნდის“ ხელმძღვანელი, ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი თვლის, რომ მთავრობის მიერ COVID-19-ით გამოწვეული სოციალური გამოწვევების საპასუხოდ დაგეგმილი ნაბიჯები არ მიდის საჭიროების მქონე ადამიანების უდიდეს ნაწილამდე.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) გააანალიზა გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები 18 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით პერიოდში, რომ დაედგინა რა თანხები იხარჯება კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში უტენდეროდ, რას და ვისგან ყიდულობს სახელმწიფო?
„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, გია ჯანდიერი თვლის, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება დღეს გადასახადების შემცირება იქნებოდა. ეს, მისი აზრით, ხელს შეუწყობდა ბიზნესს თვითონ განესაზღვრა საინვესტიციო პრიორიტეტები და ნაკლებად იქნებოდა დამოკიდებული ხელისუფლების ინიციატივებზე:
"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა" (EPRC) მოამზადა ევროპის იმ განვითარებული ქვეყნების გამოცდილების მიმოხილვა, რომლებიც დღესაც აგრძელებენ ბრძოლას COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ და პარალელურად შეუდგნენ ეკონომიკური აქტივობის შეძლებისდაგვარად გახსნას.
პლატფორმა “სალამის“ თანადამფუძნებელი, ქამრან მამედლი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ მარნეულში 22 აპრილს გამართულმა აქციამ აჩვენა ის, თუ რა „კრიტიკულად მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ“ მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობით დასაქმებული ადამიანები.
ყველაზე ხანგრძლივი და მკაცრი კარანტინის რეჟიმი ჯერჯერობით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებისთვის აღმოჩნდა. შეზღუდვების დაწესებიდან ერთი თვის თავზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვაა.
ჩამოტვირთე მეტი