უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებულმა დაპირისპირებამ 12 ივლისს ორ ქვეყანას შორის საზღვრის ჩრდილოეთის მონაკვეთზე იფექთა. დაღუპულია სულ ცოტა 16 ადამიანი.
საქართველოს სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიციური ანგარიში წარუდგინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს.
ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა "დილის საუბრებში" ილაპარაკა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის 10 ივლისს გასაჯაროებულ ნაწილზე.
საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების ტყვეობაში რჩება.
10 ივლისს საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა „ექსპერტის დასკვნა N0034802220“, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხება. ცხრაგვერდიანი დოკუმენტის დასკვნით ნაწილში წერია, რომ „გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით”.
„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შექმნას სამუშაო ჯგუფი, ყველა დაინტერესებული სუბიექტის ჩართულობით, მოწმეთა დაცვისა და მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით მხილებისა და მამხილებლის დაცვის ეფექტური საკანონმდებლო ბაზის შესამუშავებლად.
1 ივლისს საქართველოს პარლამენტში კენჭი უყარეს დადგენილებას „საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე“. დადგენილება ჩავარდა: მას მხარი დაუჭირა 19-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 7 და ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 91-მა დეპუტატმა.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) პეტიციით მოითხოვს რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დახმარების გაზრდას:
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს მიმართა ორ კანონში - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში ცვლილებების ინიციატივით და ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა.
„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ჰყვება პროექტზე, რომელიც საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ხორციელდება და კოვიდ-19-ის კონტექსტით გამოწვეული შრომითი დავების მოგვარებისთვის უფასო მედიაციის სერვისის მიწოდებას ითვალისწინებს.
„გონივრული იქნება, ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭიროს მხარი და მართლაც, როგორც დაპირებას იძლევა, გაიტანოს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, მათზე, მათ რეიტინგზე და მათ რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება, თუკი კიდევ რაღაც სიურპრიზები იქნება ამ პროცესში", - აცხადებს მიხეილ ბენიძე.
“ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გამოაქვეყნა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მონიტორინგის შედეგები. დოკუმენტში სამართლებრივად არის გაანალიზებული პოლიტიკური პარტიების ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები.
სახალხო დამცველი თვლის, რომ შეკრების თავისუფლების რეალიზაციის მხრივ არსებობს ხარვეზები როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკის კუთხით. სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ რადიო თავისუფლების ეთერში ილაპარაკა იმ ძირითად მიგნებებზე, რაც გამოიკვეთა სპეციალურ ანგარიშზე მუშაობისას.
18 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულმა სამმა პირმა - ერთმა ჟურნალისტმა და აქციის ორმა მონაწილემ: თამარ ბაღაშვილმა, ლექსო ჩანქსელიანმა და დავით შეყილაძემ.
ვიდრე წინასაარჩევნო მედიაგარემოზე შევუდგებოდით საუბარს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე გამოეხმაურა ფაქტს, რომელიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული საქმის გამოძიების ფარგლებში პირის დაკავებას ეხება:
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღე აღინიშნა. ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და შშმ პირთა უფლებების აქტივისტებმა ამ დღეს ერთობლივი განცხადებით მიმართეს ხელისუფლებას.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) გამოაქვეყნა კრიტიკული შეფასება თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაზე.
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP) უკვე მეოთხე წელია ატარებს ქართველი და უცხოელი ექსპერტების გამოკითხვებს. უახლესი გამოკითხვის შედეგები, რომელიც 20 მაისიდან 4 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა და რომელშიც 52 რესპონდენტი მონაწილეობდა, კვლავ COVID-19-ის პოლიტიკურ ეფექტს შეეხებოდა.
დასამალი არ არის, რომ ბოლო ხანს საჯარო სივრცე პრაქტიკულად დაცლილია საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე დისკუსიისგან. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს საკითხი, როგორც საქართველოს უსაფრთხოების უმთავრესი გამაპირობებელი, გაქრა პოლიტიკური დღის წესრიგიდან. ლაშა ძებისაშვილი ნატოში ინტეგრაციის შესაძლო გზებზე:
ჩამოტვირთე მეტი