უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რის შემდეგაც უქმდება ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული ყველა სხვა საკანონმდებლო რეგულაცია.
1 სექტემბერს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ბიუროს წარუდგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს.
გასულ კვირაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და უფლებადამცველების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა იუსტიციის მინისტრის ბრძანებას, რომელიც ქვეყანაში სუროგაციის შემდგომ რეგულირებას შეეხებოდა.
31 აგვისტოს ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება იმისათვის, რომ ნარკოლოგიის სპეციალისტებმა და ნარკომომხმარებელთა თემის წარმომადგენლებმა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.
ექიმი-ნარკოლოგი, კლინიკა „ნეოგენის“ ხელმძღვანელი, დავით ვადაჭკორია თვლის, რომ ნარკომანია საქართველოსთვის უმთავრეს პრობლემათა სამეულშია.
ჰააგის ტრიბუნალის მიერ 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით შუალედში სავარაუდოდ მომხდარი ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამოძიება დასასრულისკენ მიდის.
არასამთავრობო ორგანიზაციები: „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ ხელისუფლებას მოუწოდებენ გააქტიურდეს და ეფექტიანად იზრუნოს გალში მცხოვრები ადამიანების პრობლემების შემსუბუქებაზე.
25 აგვისტოს საღამოს ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიის მცხოვრებლებმა მდინარე ენგურში გამორიყული 70 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოქუმის მკვიდრი აღმოჩნდა. ვარაუდობენ, რომ ის აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლას ენგურის გადაცურვით ცდილობდა.
“დღეს პოლიტიკაში მიდიან იმიტომ, რომ ბიზნესი აკეთონ და არა პოლიტიკა. ეს თავშესაფარი უნდა მოისპოს. პოლიტიკაში წასვლის მოტივაცია რომ არის ასე ვთქვათ უზრუნველი ცხოვრების მოწყობა, ესეც გამომდინარეობს ჩვენი დაბალი ეკონომიკური განვითარებიდან", - ამბობს ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია "დილის საუბრებში".
საქართველოში საგზაო შემთხვევების მსხვერპლის მაღალი სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების მხრივ ეფექტიანი ნაბიჯები არ იდგმება.
გასულ კვირაში გამოქვეყნებულ საარჩევნო გარემოს წინასწარ შეფასებაში ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა „არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული საკითხები“.
ბოლო ხანს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არაერთხელ გაისმა გზავნილი საქართველოს მხარესთან დიალოგის საჭიროებასა და აუცილებლობაზე.
2020 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შედის ცვლილებები „საქართველოს მაუწყებლობის შესახებ კანონში“, რომლებიც ეხება ბავშვებისა და მოზარდების დაცვას „მავნე ზეგავლენის მომხდენი“ ინფორმაციისგან. კანონი იმგვარად აღწერს შინაარსობრივ შეზღუდვებს, რომ აჩენს უამრავ კითხვას მათ პრაქტიკულად შესრულებაზე.
კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 221 შემთხვევა აღირიცხა. ახალი 19 შემთხვევა 19 აგვისტოს გამოვლინდა. დე ფაქტო ხელისუფლების სტატისტიკით, 221-დან 80 პაციენტი გამოჯანრთელდა, არის 3 გარდაცვლილი.
„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, თენგიზ ფხალაძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ბელარუსში შექმნილ ვითარებას აანალიზებს.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აკვირდება საერთო სასამართლოებში სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მიმდინარეობას. ორგანიზაციის ყურადღების ქვეშ მოექცა 20 საქმე, რომელთა ნაწილის განხილვა ჯერაც დაუსრულებელია, მათ შორის, იმ პირების მიმართ, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა.
რას მოასწავებს ბელარუსში მიმდინარე პროცესები? რა შესაძლებლობები აქვთ ლუკაშენკასა და ოპოზიციას? რა როლი შეიძლება ითამაშოს დასავლეთმა შექმნილ ვითარებაში? რა იქნებოდა გამოსავალი ვითარებიდან? რა საფრთხეებს ქმნის რუსეთი? - უამრავი კითხვა ტრიალებს დღეს ბელარუსის პროცესების პერსპექტივაზე.
იაროსლავ რომანჩუკი, "მიზესის" სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტია. 14 აგვისტოს მან მონაწილეობა მიიღო „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ-შეხვედრაში, სადაც ბელარუსში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე ილაპარაკა.
ჩამოტვირთე მეტი