უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ორწლიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა ცენტრში დაცული ხელნაწერების არქივის ელექტრონული კატალოგი, რომლის პრეზენტაციაც 14 მაისს გაიმართება:
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 10 მაისს მიიღო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყებაზე. განცხადებების მიღება დაიწყო 11 მაისს და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით.
თითქოს, სხვა რაღა უნდა სჭირდებოდეს მეწარმეს სტიმულისთვის, როცა მისთვის იხსნება 28 ქვეყნის ბაზარი და ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებელი მისაწვდომი ხდება?
„სახელმწიფო მოხელემ უნდა იცოდეს, რომ ის არ არის მხოლოდ ჯამაგირის მიმღები, არამედ მის უკან დგას სახელმწიფოებრივი ინტერესები და ის უნდა ცდილობდეს მათ გატარებას“, - ამბობს სოსო არჩვაძე რადიო თავისუფლების ეთერში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) იციან, რომ არც თუ იშვიათად მათ საქმიანობას საქართველოში პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ. რადიო თავისუფლებას ICC-ს სპიკერმა, ფადი ელ აბდალამ განუცხადა, რომ ასეთი დამოკიდებულება ყველა იმ ქვეყანაში იყო და არის, სადაც ტრიბუნალს დანაშაულების გამოძიება უწევს.
მხოლოდ 2019 წლის პირველ სამ თვეში მოვალეთა რეესტრს 23254 ფიზიკური და იურიდიული პირი შეემატა. მოვალეთა რეესტრში პირი რეგისტრირდება მაშინვე, როცა მის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო იწყება აღსრულების პროცესი.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) მეცხრე წელია იკვლევს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკას. ბოლო მონიტორინგის შედეგებით, ყველაზე დახურულ საჯარო უწყებად დასახელდა იუსტიციის სამინისტროს სისტემა.
სულხან სალაძე ზოგადად თვლის, რომ „ქართულ მედიაში შემთხვევით არაფერი ხდება“ და თუნდაც „რუსთავი2“-თან დაკავშირებული წინა დავა იძლევა სერიოზული ეჭვების საფუძველს.
საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში ექსპერტები და ორგანიზაციები ცდილობენ იმ საკითხების წამოწევას, რაც არსებითად შეცვლიდა ვითარებას საქართველოში, სადაც 2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 459 ადამიანი დაიღუპა და 9047 დაშავდა.
21 აპრილის დაპირისპირების შემდგომი დეესკალაციის ფონზე, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს პანკისელებთან ეფექტიანი, რეალური დიალოგის წარმართვა. რა სჭირდება ამ პროცესის უზრუნველყოფას? რა სჭირდებათ ხეობელებს?
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების მიღების შემდეგ იუსტიციის საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ისევ ის ათკაციანი სია შესთავაზოს, რომელიც გასული წლის დეკემბრის ბოლოს შესთავაზა.
2 მაისს, დილით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს.
8-13 მაისს თბილისში მეშვიდედ გაიმართება დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი CinéDOC-Tbilisi, რომლის სლოგანი წელს არის - „დააკავშირე ფიქრები“.
„ქალი კაცზე ბევრად ღარიბია“, - წერია „ქალთა მოძრაობის“ მანიფესტში, რომელიც საქართველოში ქალისა და მამაკაცის საშუალო ხელფასებს შორის მკვეთრი სხვაობის მიმართ პროტესტს გამოხატავს. „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენელი, გვანცა ხონელიძე „დილის საუბრებში“ ლაპარაკობს ამ სხვაობის საფუძვლებზე:
„ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები“, - წერია ეროვნული ბანკის 22 აპრილის განცხადებაში.
ამერიკული ორგანიზციის - IREX-ის მიერ მომზადებულ „მედიის მდგრადობის ინდექსი-2019“-ის მიხედვით, საქართველოში 2018 წელს არსებული მდგომარეობა წინა წელთან შედარებით გაუარესებულია. საქართველოსთვის 2018 წლის საერთო მაჩვენებელი 2,25-ია, რაც 0,06-ით ნაკლებია წინა წლისაზე. რა ფაქტორებმა განაპირობა ეს კლება?
“პარტიები არ იტყვიან უარს პოლარიზაციასა და პოპულიზმზე, მანამ სანამ, მათ საარჩევნო წარმატება მოაქვთ”, - ასე თვლის იმ ექსპერტების უმრავლესობა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში.
„ხშირად გვაწებებენ ამ იარლიყს - ჰესების წინააღმდეგი ხართ! ყველაფრის წინააღმდეგი ხართ! არასდროს გვითქვამს, რომ ჰესების წინააღმდეგი ვართ! არამედ ჩვენ ვსვამთ საკითხს - სად გვინდა და როგორი გვინდა? ასევე ვამბობთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული“, - ქეთი გუჯარაიძე.
საქართველო არ არის გამონაკლისი, სადაც საზოგადოებაში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები ვაქცინაციაზე, მათ შორის - სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა შორის. რა სურათია დღეს ქვეყნის ვაქცინაციით მოცვის კუთხით და რა იცვლება საზოგადოების დამოკიდებულებაში?
„სოლიდარობის ქსელმა“ მოამზადა გამოკვლევა ექთნების შრომით პირობებზე საქართველოში. როგორც გამოკვლევის თანაავტორი, რევაზ კარანაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, რთული აღმოჩნდა ისეთი ექთნების პოვნა, ვინც ინტერვიუს დათანხმდებოდა, „ეშინოდათ გამოჩენა“.
ჩამოტვირთე მეტი