უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ბერიკა შუკაკიძე რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს გზებზე, რომლებმაც ბავშვებისთვის საინტერესო უნდა გახადოს სკოლა.
„ეს პროექტი რომ განხორციელდება, ამას წყალი არ გაუვა - ამ ხელისუფლების პირობებში თუ სხვა ხელისუფლების პირობებში. აქ მთავარი ამოცანაა ის, რომ რაც შეიძლება ცოტა დრო დავკარგოთ", - ამბობ გიგლა მიქაუტაძე "დილის საუბრებში".
შტეფან მაისტერი, „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ თბილისის ოფისის დირექტორი მრავალი წელია იკვლევს საერთაშორისო ურთიერთობებს, უსაფრთხოების საკითხებს. მისი განსაკუთრებული ინტერესის სფეროში მუდმივად იყო რუსეთი და მისი პოლიტიკა.
დიღმის ტყეპარკის დაცვისთვის ბრძოლა გრძელდება. ერთ მხარესაა კერძო მესაკუთრის უფლებები და ინტერესი - საკუთარი ბიზნეს-მიზნებისთვის გამოიყენოს გამწვანებული ტერიტორია და ააშენოს იქ სარესტორნე კომპლექსი, მეორე მხარესაა მწვანე ზონის შენარჩუნების საჯარო ინტერესი.
„ჰაინრიხ ბიოლის ფონდის“ თბილისის ოფისის დირექტორი, შტეფან მაისტერი თვლის, რომ როგორც უკრაინის, ისე საქართველოს მიმართ არის ზეწოლა დასავლეთისგან, რომ ეს ქვეყნები ელაპარაკონ რუსეთს. შტეფან მაისტერთან ინტერვიუ სრულად ნახეთ აქ: https://bit.ly/2qcHlHX
თითქმის რვა წელიწადია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აწარმოებს სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს.ბოლო, მე-13 ანგარიში მოიცავს 2018 წლის მარტიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდს.
ჩორჩანაში დღეს 19 ოჯახი ცხოვრობს. სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები, ჩორჩანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, ლელა მულაძე 10 ოქტომბერს რადიო თავისუფლების სტუდიის სტუმარი იყო. ის თბილისში „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ჩავიდა. ლელა მულაძე სოფლის მდგომარეობას აღწერს:
„ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა - ელენე ქორიძემ და თამთა ჭელიძემ რადიო თავისუფლების ეთერში ილაპარაკეს პროექტზე - „მობილური ოთახი“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს აფასებს და თვლის, რომ პარლამენტმა არ უნდა აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ნომინირებული კანდიდატები.
რა გამოწვევებია პენიტენციურ სისტემაში? რა შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში? პატიმრების რა ნაწილს აქვს წვდომა სერვისებზე, რომლებიც მათი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, მათი რესოციალიზაციისთვის არის საჭირო?
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ვიზიტიდან ორი დღეც არ იყო გასული, საქართველოს გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწვია. ბევრს გაუჩნდა კითხვა - ხომ არ ჩამოდიოდა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოსთვის მომზადებული ახალი იდეით.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) თავიდანვე ჩაერთო ბათუმსა და აჭარაში რეპრესირებული და დახვრეტილი პირების შესახებ საარქივო დოკუმენტების მოძიებაში. ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილზეც ჩავიდნენ, ნახეს სამარხები, გადასვენებული ნეშტები.
საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოების წევრი. საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას მხოლოდ აქციებისა და წილის ფლობა შეუძლია.
1 ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების ბიზნესის რეგულაციის მეორე ეტაპის ამოქმედებას დისკუსიის ახალი ტალღა მოჰყვა. რეფორმას მომხრეები და კრიტიკოსები ჰყავდა საფუძველშივე.
სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც, ოფიციალური წერილი „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) 27 სექტემბერს მიიღო.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თანადირექტორი და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის კოალიციის“ თავმჯდომარე, ნინო ცაგარეიშვილი ეხმაურება სპეკულაციებს ჰააგის ტრიბუნალის მიერ წარმოებულ გამოძიებასა და მის სავარაუდო შედეგებზე:
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ წარმოებული გამოძიება და მისი სავარაუდო შედეგი კვლავ იქცა პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად. ამის მიზეზია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ხელშეწყობით, წამოიწყო სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია! (გაიზიარე პასუხისმგებლობა)“.
„აპოლიტიკური სამოქალაქო აქტივიზმი საერთოდ არ არსებობს“, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში ნოდარ რუხაძე, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“-ს ერთ-ერთი ორგანიზატორი.
საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტ გიორგი გობრონიძისთვის ერთი მხრივ სრულიად ნათელია, რომ მშვიდობის უზრუნველსაყოფად დიალოგის წარმართვა სწორედ მტერთან არის საჭირო, მეორე მხრივ, ლაპარაკობს რისკებზეც:
ჩამოტვირთე მეტი