ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.
რადიო თავისუფლება ძირითადად საკუთარ გვერდზე განთავსებულ კომენტარებს "უსმენს". თუმცა ამჟამად, გამონაკლისის სახით, სხვების გვერდზე დაწერილსაც ვეხმიანებით.
თავში და ბოლოში თანხმდებიან და დანარჩენ 50 წუთს კამათში ატარებენ.
რადიო თავისუფლება ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს ბენჯამინ ზიფს.
გასულ კვირაში რადიო თავისუფლების მსმენელები და საიტის მკითხველები განიხილავდნენ, თუ რამდენად მიზანშეწონილია მიღება კანონისა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის და მსჯელობდნენ საქართველოს იუტიციის მინისტრთან ინტერვიუზე.
წლის ბოლოს უამრავი მუსიკალური ჟურნალი, საიტი, ბლოგი თუ ტელე ან რადიოგადაცემა - „როლინგ სტოუნი“, „პიჩფორკი“ თუ „ნიკოს პოდკასტი“- ერთ რამეზე შეთანხმდა.
უვიზო რეჟიმი ევროპასთან და რუსეთთან - ამას განიხილავდნენ ჩვენი მსმენელები და მკითხველები ბოლო რამდენიმე დღეა.
საქართველოში „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული იყო აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ბრიუს ენდრიუსი.
1 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლელა ცისკარიშვილი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) აღმასრულებელი დირექტორი.
29 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ თბილისის ფოტოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნესტან ნიჟარაძე და ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი. მათ ილაპარაკეს თბილისში მიმდინარე ფოტოფესტივალზე.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო სალომე ზურაბიშვილი, პარტია "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი. მან ილაპარაკა ორმაგი მოქალაქეობის მნიშვნელობაზე.
21 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მიხეილ კუკავა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა კვლევაზე, რომლიც მიზანიც იყო მედიკამენტების რეცეპტების გაცემის სისტემასთან დაკავშირებით მოსახლეობის დამოკიდებულების გარკვევა.
დევიდ კრეიმერი საქართველოს უსაფრთხოების, დასავლური ინტეგრაციისა და რუსეთის საფრთხის შესახებ.
თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც უმასპინძლეს „მაკკეინის ინსტიტუტმა საერთაშორისო ლიდერობისათვის“ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა.
ევროპის კომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ევროპის პარლამენტის წინაშე წარმოადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში 160 ათასი ლტოლვილის გადანაწილებას.
რეპერი ჯერონიმო ქართული ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, ის 90-იანი წლების დასაწყისიდან რეპავს და ამ ხნის განმავლობაში არაერთი სტილი შეცვალა.
2015 წლის 15 სექტემბრიდან პენსიონერები უკვე გაზრდილ პენსიას მიიღებენ. მორიგი ცვლილება ძალაში ამა წლის 1 სექტემბრიდან შევიდა და ასაკით პენსიონერებისათვის პენსია 160 ლარი გახდება. ცვლილების შედეგად, პენსია საარსებო მინიმუმის საშუალო მაჩვენებელს გაუტოლდება.
ეკონომისტების ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს ამ მიდგომის გონივრულობას. პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩინეთს ეკონომიკის განსავითარებლად ბევრი სხვადასხვა წყარო აქვს.
სამიოდე დღის წინ რუსეთში ინტერნეტის მომხმარებელთა დიდი ნაწილისათვის ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა მსოფლიო ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესურსი - ონლაინენციკლოპედია „ვიკიპედია“.
რუსეთის ცნობილი ერმიტაჟის მუზეუმის დირექტორმა საბჭოთა ავანგარდის გამოფენაზე თავდასხმა იმის ნიშნად მიიჩნია, რომ რუსეთის საზოგადოება „ავადაა“.
რუსეთის სასამართლომ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო ესტონეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი ესტონ კოჰვერი და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჩამოტვირთე მეტი