პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
24 წლის ბარმენი ნიკა დემურიშვილი, რომელიც 1 მაისის ღამეს საპროტესტო აქციიდან ჰოსპიტალში მოხვდა, ახლა სახლშია. "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე მას, როგორც თავად ვარაუდობს, თვალთან რეზინის ტყვია მოხვდა.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტის შემდეგ „ქართული ოცნება“ თბილისში მასშტაბურ კონტრაქციას აწყობს. 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებაზე მოსახლეობას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.
10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს იწყალებს, თუმცა ის კვლავ გლდანის ციხეში რჩება. რატომ?
„აგენტების კანონის“ დღის წესრიგში დაბრუნება, მეორედ ხდება მძლავრი სამოქალაქო პროტესტის მიზეზი. წელსაც, ისევე როგორც 2023 წლის მარტში, პროტესტის ნიშნად ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში.
საქართველოს მთავრობა, რომელიც წლიდან წლამდე უფრო და უფრო ნაკლებ საჯარო ინფორმაციას გასცემს, არათუ არაკომფორტულ კითხვებს აღარ პასუხობს, იმ დოკუმენტებსაც არ აქვეყნებს, რისი გამოქვეყნების ვალდებულებაც აქვს.
2023 წელს 5%-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა საქართველოში, ვიდრე 2022 წელს. სხვაგვარად, შარშან 2 ათასზე მეტით შემცირდა ახალშობილების რაოდენობა და წელიწადში 42 214 ბავშვის დაბადებით შობადობა ისტორიულად დაბალ ნიშნულზე ჩავიდა.
იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს პარლამენტი მიიღებს ლგბტ უფლებების შემზღუდველ კანონს, რომელმაც უნდა აკრძალოს ერთი და იმავე სქესის ადამიანების ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ნაწარმოებები, არაერთი ლიტერატურული ტექსტი შეიძლება არალეგალური გახდეს.
3 აპრილს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო პარტია „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარტიულ სიაში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.
თბილისის ქუჩებში გამოჩენილი ცინიკური და კრიტიკული წარწერები ქართული სასამართლოსა და მოსამართლეეების შესახებ უკვე გადაღებილია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ქალაქი შლის“ და აქრობს პოლიტიკურ ტექსტებს საჯარო სივრციდან. სასამართლოს შესახებ წარწერები მოხვდა პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრშიც.
28 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღის 12 საათზე დანიშნული პროცესი, სადაც მოსამართლე ზვიად შარაძეს 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის დაცვისა და ბრალდების მხარეების დასკვნითი სიტყვები უნდა მოესმინა, 27 წუთის დაგვიანებით გაიხსნა და 4 წუთში დასრულდა.
საქართველოში ყოველი მე-4 დასაქმებული სახელმწიფო უწყებაში მუშაობს. საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2022 წლის ბოლოს [წლევანდელი მონაცემები ჯერ არ არის] ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 308 000 ადამიანი იღებდა, ეს ქვეყნის სამუშაო ძალის 20% და დასაქმებულების 24%-ია.
რუსეთთან დაკავშირებულმა კიბერჯაშუშების ჯგუფმა 2023 წელს სხვა 80-მდე უწყებასთან ერთად მიზანში ამოიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შვედეთის საელჩო საქართველოში, - ამტკიცებს გავლენიანი სადაზვერვო კომპანია Recorded Future.
სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტიდან დიდი მოცულობის მონაცემებმა გაჟონა - რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საუბარია 33 000 ადამიანის პირადობის მოწმობის ასლზე, რომლებიც არალეგალური გზით გავრცელდა ინტერნეტში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და მთავარი არხის ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია 2024 წლის საპარლამენტო არჩვნებისთვის ერთიანდებიან. ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაციას სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, რომელიც 40 წუთს გაგრძელდა ასამდე ადამიანი ესწრებოდა.
საქართველო კიდევ ერთხელ აღმოჩნდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებსაც შეიძლება რუსეთი სანქცირებული, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შესაძენად იყენებდეს, - ეს პროდუქცია, რისი შეძენაც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეეზღუდა, მას საომარი ტექნოლოგიებისა და იარაღის საწარმოებლად სჭირდება.
ჩამოტვირთე მეტი