პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
3 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ჟურნალისტი ნატალია ანთელავა. ნატალია ანთელავა უკვე რამდენიმე წელია" ბი-ბი-სის" ჟურნალისტია, აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას პროფესიულ საქმიანობაში.
2 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო პოეტი მარიამ წიკლაური. მისი ინიციატივით წლებია მიმდინარეობს მუშაობა ქართველი პოეტი ქალების ანთოლოგიის შექმნაზე, რომელიც ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე საყურადღებო ლექსებს ერთ გამოცემაში გააერთიანებს.
1 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ არქიტეტორები ნანო ზაზანაშვილი და ლევან ასაბაშვილი. ვისაუბრეთ თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე ყოფილი უნივერმაღ "თბილისის" რეკონსტრუქციაზე.
29 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მაშო სამადაშვილი,რომელიც უკვე წლებია ყურადღებით ადევნებს თვალს "ოსკარების" დაჯილოების ცერემონიალს და ჩვენს ეთერშიც 2016 წელს ამერიკის კინოაკადემიის მიერ გაცემული ჯილდოების შესახებ ისაუბრა.
რას ყიდულობენ ქართველები ყველაზე ხშირად ინტერნეტით, რამდენად იკლო გამოწერებმა საქართველოდან ლარის დევალვაციის პირობებში და აპირებს თუ არა სახელმწიფო განბაჟებისას 300-ლარიანი საბაჟო ზღვრის დაწევას?
26 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მუსიკოსი, ჯგუფ "The Mins"-ის ვოკალისტი, ზვიად მღებრიშვილი.
25 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო იულია აზმაიფარაშვილი, კონტაქტური ზოოპარკის კომერციული დირექტორი. კონტაქტური ზოოპარკი თბილისში რამდენიმე დღის წინ გაიხსნა.
აქ, ამ ძველსა და კეთილმოუწყობელ შენობაში, ფართის დაქირავება ხელსაყრელი აღმოჩნდა ახალგაზრდა მხატვრებისთვის, რომლებსაც არც ბევრი ფული აქვთ და თან საკუთარი სივრცე სჭირდებათ სამუშაოდ.
24 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ კურატორი თეონა ჯაფარიძე და მუსიკოსიდიმა დადიანი. რამდენიმე დღის წინ თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე რკინიგზის ელ-დეპოს შენობაში თანამედროვე ხელოვანების ერთობლივი გამოფენა მოეწყო.
23 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ლიტერატორი ზაალ ჩხეიძე, რომელსაც გასულ კვირაში გარდაცვლილი ლიტერატორების, ჰარპერ ლისა და უმბერტო ეკოს შესახებ ვესაუბრებით.
22 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო სოციოლოგი სანდრო გაბისონია.
17 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო გიორგი კიკონაშვილი. გიორგი არის ავტორი ახლადშექმნილი პროექტის - "მუზამე."
16 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ფოტოგრაფი, ეკა ელოშვილი. ეკა ერთ-ერთი ორგანიზატორია გამოფენისა, "სპორტფოტო 2015"-ის.
15 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მეტრეველი.
იპოთერაპია, იგივე საცხენოსნო მკურნალობა, ნებისმიერი ადამიანისთვის სასარგებლოა, თუმცა უფრო მეტად საჭირო და ეფექტურია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
12 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ მუსიკალურ ჯგუფ "Loudspeakers"-ის ვოკალისტი ლევან ცხვარაძე და მენეჯერი თედო მაყაშვილი.
11 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო აუტიზმის საზოგადოების დამფუძნებული ნინო დარსაველიძე. აუტიზმის საზოგადოებამ შეიმუშავა მემორანდუმი პოლიტიკური შეფასებისას სამედიცინო ტერმინების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.
10 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ბექა ირემაშვილი, რომელიც ველოსპორტით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ველოტურებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
9 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ნატალია ნებიერიძე და ალექსანდრე ჩუბინიძე. სტუმრები საუბრობდნენ "სტუდია კამპუსის" ახალი პროექტის - "თანამედროვეობის დისკურსის" - შესახებ.
8 თებერვალს "თავისუფლების დილის" ეთერში სტუმრად იყვნენ თათია სხირტლაძე, ავსტრიის ქალაქ ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის დოცენტი და ნინო ახობაძე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული დიზაინის საერთაშორისო სკოლის სასწავლო პროგრამების კოორდინატორი.
ჩამოტვირთე მეტი