პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
რამდენიმე თვის წინ შეიქმნა საბურავების გადამამუშავებელი საწარმო, სადაც პირველ თვეს დაახლოებით 50 ტონა საბურავი გადამუშავდა.
რამდენიმე თვის წინშეიქმნა საბურავების გადამამუშავებელი საწარმო, სადაც პირველ თვეს დაახლოებით 50 ტონა საბურავი გადამუშავდა.
მეტრო, ავტობუსი თუ სამარშრუტო ტაქსი - რას იყენებენ მოქალაქეები ყველაზე ხშირად გადაადგილებისას, რა იწვევს მათ უკმაყოფილებას და რა სურვილები აქვთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის გაუმჯობესებისთვის?
"სტარტაპ საქართველო" თანაინვესტირების ფონდის პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ახლად დაწყებული ბიზნესების განვითარებას.
26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. ძირითადი ცვლილებები ეხება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების წესებს. პროტესტის ნიშნად პლენარული სხდომა დატოვეს ოპოზიციის დეპუტატებმა.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილია 25 დღე. რა ვიცით კანდიდატების საარჩევნო პროგრამების შესახებ, მოსახლეობას რა საკითხებზე აინტერესებს პოლიტიკოსების ხედვები და საიდან იღებენ ინფორმაციას?
20 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მარიამ ტაკიძე, ჟურნალისტი და გენდერის სპეციალისტი, რომელმაც ჩაატარა კვლევა თანამედროვე ქართულ რეკლამებზე.
19 სექტემბერს „თავისუფლების დილის“ სტუმარი იყო შტეფან ტოლცი, „ადამის პრიზის“ დირექტორი. „ადამის პრიზი“ კულტურული მრავალფეროვნებისთვის დაფინანსებული პროექტია გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პროკრედიტ ჰოლდინგის მიერ.
18 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მანანა მუსხელიშვილი, ორგანიზატორი ფესტივალისა "თბილისი - ბერლინი, "კამერა ობსკურა".
15 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ მაქს მაჩაიძე და ზურა ჯიშკარიანი, რომლებთანაც ვილაპარაკეთ ერთ-ერთ მიმდინარე მუსიკალურ პროექტზე - KayaKata.
13 სექტემბერს „თავისუფლების დილის“ სტუმარი იყო ირინა პოპიაშვილი, კურატორი, რომელიც ერთ-ერთი დამფუძნებელია „პოპიაშვილი-ღვაბერიძე ფანჯრის პროექტისა“.
12 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ირაკლი ფიფია, წინანდლის მუზეუმის დირექტორის მოადგილე.
„ეროტიკული ჩანაწერები“ მხატვარ თამარ ლორთქიფანიძის წიგნია, რომელზეც, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. დღიურის ფორმის ხელნაკეთი წიგნი ნამდვილ და მოგონილ ისტორიებსა და მათზე შექმნილ ჩანახატებს აერთიანებს.
11 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ვატო წერეთელი, არტისტი, რომელიც პერიოდულად მართავს ხოლმე თბილისის ქუჩებში ტურს ადგილებრივებისა და უცხოელი სტუმრებისთვის, რომელიც თბილისის ნაკლებად ცნობილ ადგილებსა და ისტორიებს აერთიანებს.
8 სექტემბერს „თავისუფლების დილის“ სტუმარი იყო უჩა სეთური, „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი.
7 სექტემბერს „თავისუფლების დილის“ სტუმარი იყო იურისტი, ორგანიზაცია „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ წარმომადგენელი ანანო ცინცაბაძე, რომელიც, გასული თვეების განმავლობაში, იკვლევდა ქალაქგეგმარებასა და მშენებლობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში მოქალაქეების ჩართულობას.
6 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მშვიდობისა და განვითარების აკადემიის პრეზიდენტი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი კაკულია.
4 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ სალომე ხუციშვილი, სოციალური საწარმოების ალიანსის დირექტორი და ნათია მეტრეველი, სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალის პროექტის მენეჯერი და სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კომუნიკაციების კოორდინატორი.
თბილისში სეირნობისას არაერთ ადგილას შეხვდებით პროფესიონალ თუ მოყვარულ მუსიკოსებს. მათი რეპერტუარი ისეთივე განსხვავებულია, როგორც მათი მუსიკალური გემოვნება, გამოცდილება და ქუჩაში დაკვრის მოტივაცია.
1 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მუსიკოსი ბაჩო ჯიქიძე, რომლის სიმღერების ტექსტების უმეტესობა ყოველდღიურ, ცხოვრებისეულ თემებს შეეხება და საზოგადოების სატირაა.
ჩამოტვირთე მეტი