პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
ღორის გრიპი, თავდაბურული ქალები, სტივ ჯობსის გაცოცხლებული სტილი, სმარტფონებზე დამოკიდებული ახალგაზრდების მარტოობა, საპრეზიდენტო არჩევნები და მოდაზე დამოკიდებულებისადმი ირონია - ეს ყველაფერი იყო კოლექციაში.
მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამენ მეგობარი ქვეყნების ოფიციალური პირები.
ანასტასია პირველი ტრანსგენდერი ქალია საქართველოდან, რომელსაც ევროვიზიაზე სურდა მონაწილეობის მიღება. ის კონკურსს ერთი სიმღერის შემდეგ გამოეთიშა.
"ოროთახიან" მუზეუმში ინახება როგორც 1921 წელს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა, ასევე აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მონაწილეთა ამბები და კიდევ, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები, რომელიც ოკუპაციის მუზეუმს ოჯახმა გადასცა.
ჰამიდი ირანში, თეირანის სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქში დაიბადა, გაიზარდა და 4 წლის წინ თავისი ოცნება აისრულა - სასწავლებლად გერმანიაში წავიდა. ჰამიდის ოჯახი, დედა, მამა, დები ოჯახებით ირანში ცხოვრობენ და მის ნახვას იშვიათად ახერხებენ. ერთმანეთის სანახავად თბილისში გადაწყვიტეს ჩამოსვლა.
ინტერნეტში არაერთი ტურისტული კომპანია იძებნება, რომელიც თავის მომხმარებლებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოგზაურობას და დაუვიწყარ თავგადასავლებს ჰპირდება. ნასტასია არაბული იკვლევდა ტურისტული ბიზნესის თავისებურებებს ოკუპირებულ რეგიონებში.
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, სამსახურში გენდერული დისბალანსის აღმოსაფხვრელად მსოფლიოს 202 წელი დასჭირდება თუ ამ ტემპით გააგრძელებს ცვლილებას. ევროპული ქვეყნების უმეტესობა ამ მიზანს გაცილებით ადრე, 108 წელიწადში მიაღწევს.
რა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა და რა ინტერპრეტაციებს აკეთებენ ექსპერტები მის საინაუგურაციო სიტყვის მთავარი გზავნილების შესახებ.
და ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ძალიან მიკვირს მასწავლებლების, რომლებიც კითხულობენ ხოლმე, ამ ტრენინგზე რომ წავიდე, კრედიტ ქულა მომემატება?
პარლამენტი და სოციალური მედია ინაშვილი-მელიას დაპირისპირების შესახებ.
როცა მშობელს არასწორად ესმის მოზარდის სწრაფვა დამოუკიდებლობისა და ავტონომიის მოპოვებისკენ, როგორც ბუნებრივი პროცესი, ეს ხშირად იწვევს მშობელსა და მოზარდს შორის ბრძოლასა და გაუგებრობას.
თუკი აფხაზეთთან ერთად სამხრეთ ოსეთის ნახვაც გსურთ, მაშინ 10 დღიანი ტური უნდა აიღოთ, რომელიც სოჭის აეროპორტიდან იწყება და აფხაზეთში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ სამხრეთ ოსეთში ვლადიკავკაზის გავლით მოხვედრას გულისხმობს. ტური, რომლის ღირებულებაც 3050 დოლარია, ყელის ტბაზე სრულდება.
არჩევნების მეორე ტურის წინ 13 დღეში საპრეზიდენტო კანდიდატებმა 4 მილიონზე მეტი ლარი (4 170 643) მიიღეს და ამ თანხის დიდი ნაწილი (3 798 898) რეკლამაზე დაიხარჯა.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები პარლამენტის წინ აქციას მართავენ. აქ კუსტარული კარვები უკვე თვეებია დგას. თემირლანის მამა ხორავას ქუჩაზე დაღუპული დავით სარალიძის მამასთან ერთად მათი შვილების მკვლელების დასჯას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.
მარიამი სამ ქართველ ბავშვს შორის ერთ-ერთია, რომელიც მსოფლიოს ბავშვთა საერთაშორისო ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძვის. ამ ჯილდოზე ნომინირებული ბავშვები სხვადასხვა კრიტერიუმით არიან გამორჩეულები. მარიამი აქტიური სოციალური საქმიანობის გამო აღმოჩნდა მთელი მსოფლიოდან შეკრებილ ასზე მეტ ბავშვს შორის.
სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერით სარგებლობს, არჩევნებში მონაწილეობს დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით.
"არჩევნების მეორე ტურის წინ ხელისუფლებამ მასშტაბური სოციალური პროექტების წარდგენისგან თავი უნდა შეიკავოს"
რატომ დაკარგა ხალხის ნდობა მმართველმა პარტიამ?
სვენ მარკარდტი - ფოტოგრაფი ბერლინიდან, ღამის ცხოვრების მოყვარულთა. უმეტესობას ნანახი ჰყავს კლუბ “ბერგჰაინის” კართან. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც წყვეტს, ვინ შევიდეს კლუბში და ვინ არა.
ოთხი მეტ-ნაკლებად საერთო ინტერესების ადამიანი შეიკრიბა და მოიფიქრა, შეექმნა არქიტექტურის ბიენალე, რომელიც ქალაქის დაგეგმილ და სპონტანურ ურბანულ პროცესებს აღწერდა.
ჩამოტვირთე მეტი