პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
რელიგიური ლიტერატურა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ინიციტივით პანდემიის დროს გამარტივებული შესყიდვით, ტენდერის გარეშე დაიბეჭდა, სახელმწიფოს 80 000 ლარამდე დაუჯდა;
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი მზარდია და ექიმების ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანა ჯერაც ეპიდემიის აღმასვლის გზაზე დგას. მთავრობა მხოლოდ ფრაგმენტულ შეზღუდვებს აწესებს - ბიზნესი ამბობს, რომ მკაცრ ზომებს ეკონომიკა ვერ გადაიტანს. საზოგადოების და ექსპერტების აზრიც ორად იყოფა.
21 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს ბიულეტენზე ორი კანდიდატი დახვდება ასარჩევად, თუმცა ოპოზიციის ყველა კანდიდატისთვის ამ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ფორმალობაა.
4 დეკემბერს “კარტოგრაფების საქმის” განხილვა სასამართლოში უნდა დაიწყოს. საგამოძიებო სტრუქტურები უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე აღარ ლაპარაკობენ - პროკურატურას ამ დრომდე გამოკითხული არ ჰყავს საქმის მნიშვნელოვანი მოწმეები.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სადამკვირვებლო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, აქტივისტები და მოქალაქეები ინტერნეტში კოლექტიურად განიხილავენ ოქმებს, ოქმების ჩასწორებებს, დარღვეულ ბალანსს, მეტობას და ნაკლებობას საარჩევნო დოკუმენტაციაში.
21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურია დანიშნული იმ 17 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად, სადაც 31 ოქტომბერს ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის ხმების მობილიზება. ამავე დღეს უნდა აირჩეს ქუთაისის მერიც.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუსეთის შუამავლობით ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველომ საჰაერო სივრცე გახსნა სომხეთში მიმავალი რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებისთვის, რომლებსაც კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო კონტინგენტი გადაჰყავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ აკონკრეტებს, რამდენი ადამიანი დაჯარიმდა 9 ნოემბრის ღამეს მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვის დარღვევისთვის, რომელიც 10 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.
საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიციური პარტიები პროტესტს ქუჩაში გამოხატავენ - ხალხმრავალი დემონსტაციების პარალელურად იზრდება შიში, რომ აქციები ისედაც მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს
8 ნოემბერს ღამით, თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და სავარაუდოდ ცრემსადენი გაზი, ასევე რეზინის ხელკეტები გამოიყენა, დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანი.
watcher.ge ცესკოს საიტზე განთავსებულ ოქმებში ცვლილებების "დასაჭერად" შეიქმნა 0 ორმა პროგრამისტმა, ლევან ილაშვილმა და ოთარ მამეცარაშვილმა ვებსაიტი, რომელმაც არსებობის სამი დღის განმავლობაში უკვე რამდენიმე ათასმა ადამიანმა ნახა, 1 დღეში ააწყვეს. მათი მიზანი პროცესში მეტი გამჭვირვალობის შემოტანა იყო
“გარეჯი საქართველოა” ეწერა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი სატელევიზიო არხის პირდაპირ ეთერს 31 ოქტომბერს, მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში. ამ სლოგანს 2012 წელსაც, აქციებზე იყენებდნენ საინიციატივო ჯგუფი "დავიბრუნოთ დავით გარეჯი" და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები".
სალომე სალაძე, ქართველ სტუდენტთა ასოციაციის დამფუძნებელი ავსტრიაში, ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 2 ნოემბერს, ღამით, როცა ვენაში ტერაქტი მოხდა, ქალაქში იმყოფებოდა და საკუთარი სახლიდან ხედავდა, როგორ ისროდნენ ტერორისტები და როგორ ატარებდა სპეცოპერაციას პოლიცია.
მეათე მოწვევის პარლამენტი, შეიძლებოდა, წინასთან შედარებით მრავალფეროვანი ყოფილიყო, 9 პარტიის წარმომადგენლობით, თუმცა ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და საკანონმდებლო ორგანო „ქართული ოცნების“ სიით შეიძლება შეივსოს.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნები იყო ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩატარებული ყველაზე ცუდად ორგანიზებული არჩევნები და “ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი”. ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რასაც ხელისუფლება სპეკულაციად აფასებს.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უცხოელი დამკვირვებლების მინიმალური და ქართველი დამკვირვებლების გაზრდილი რაოდენობა დააკვირდება.
არჩევნების წინ, აგვისტოში სოციალურ ქსელებში სავალდებულო გახდა საქართველოდან გაშვებული საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების ავტორიზაცია - რამაც წინასაარჩევნო ხარჯების ნაწილი უფრო გამჭვირვალე გახადა.
ჩამოტვირთე მეტი