პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
ჭყონდიდის ეპისკოპოსი სტეფანე, რომელიც დანიშვნის შემდეგ არაერთი გახმაურებული ჩხუბის მონაწილე გახდა, მთელი ეს პერიოდი არ ელაპარაკებოდა მედიას. დღეს მან ჟურნალისტები ეპარქიაში დაიბარა, თუმცა კითხვებზე პასუხის ნაცვლად, ისინი "მორალურ ტერორში" დაადანაშაულა.
რუისისა და ურბნისის ეპარქიაში 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე მომხდარი დაპირისპირების გამო არც გამოძიება დაწყებულა და არც საპატრიარქოს უთქვამს რამე ოფიციალურად.
დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე სასულიერო პირები 4 მაისს ფიზიკურად გაუსწორდნენ “მთავარი არხის” ჟურნალისტებს და “მოღალატე” ეძახეს ივერი მელაშვილს. ხელისუფლება და საპატრიარქო ძალადობის ფაქტს არ აღიარებს და მელაშვილს ადანაშაულებს პროვოკაციის მოწყობაში.
პარლამენტმა 29 აპრილს მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითიც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.
წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავის მიმართ დაუმორჩილებლობის ან შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შესაძლოა გამკაცრდეს - საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე გაიტანეს, წინ საკომიტეტო მოსმენებია.
სოციალურ მედიაში მოსამართლეების ნაწილის მიერ ადგილი აქვს დისკრიმინაციული და ჰომოფობიური პოსტების განთავსებას, სოციალურ ქსელში იკვეთება ერთეული მოსამართლეების უხამსი ან არაეთიკური აქტივობა - ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციის „უფლებები საქართველოსთვის” მიერ ჩატარებული კვლევის დასკვნა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „უფლებები საქართველო“ მოსამართლეთა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების შესწავლის და მათი კანონთან შესაბამისობის კვლევისას, აღმოაჩინა 11 მოსამართლე, რომელთა დიპლომები არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რაც მოსამართლის განათლების და კვალიფიკაციის მიმართ არსებობს.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პოსტზე დანიშვნიდან ერთი თვის შემდეგ თქვა, რომ ხელოვნების მუზეუმის აღდგენა იწყება და სამუზეუმო სისტემა რეორგანიზაციას საჭიროებს.
გუმათში, სადაც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი 11 აპრილის შემდეგ დაბანაკდა, ორი დღეა შედარებითი სიმშვიდეა - აქტივისტები კვირის ბოლომდე ელოდებიან 15 აპრილს ქუთაისში გამართული შეხვედრის შედეგებს.
თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, მე-19 საუკუნეში აშენებული სახლის ფასადიდან ჩამოხსნეს ბარელიეფები, რომელიც ამ ნაგებობის ხასიათს ქმნიდა. საზოგადოების ნაწილი ღელავს, რომ შესაძლოა, მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ფასადურ რეაბილიტაციას შეეწიროს.
16 აპრილს ეკონომიკის სამინისტრომ დაგეგმა შეხვედრა, სადაც კომპანია „ენკას“ წარმომადგენლებს დაინტერესებული სპეციალისტებისთვის არსებული კვლევები უნდა გაეცნოთ. კვლევები ამ დრომდეც საჯარო იყო, სიახლეს წარმოადგენდა ის, რომ შეიქმნებოდა საბჭო, რომელიც კვლევებზე დასკვნებს და შენიშვნებს მოამზადებდა.
ნამახვანჰესის პროტესტმა გასული 170 დღის განმავლობაში მესამედ გადმოინაცვლა ქუთაისში - დღეს აქციის მონაწილები ღამეს ქალაქის მთავარ მოედანზე გაათევენ.
ნამახვანჰესის პროტესტი ახალ ადგილს და ფორმას ეძებს. მესამე დღეა ნამოხვანიდან იძულებით აყრილი აქტივისტები გუმათში არიან და პერიოდულად აკითხავენ ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას” ბაზას.
რიონის ხეობაში გადაადგილება კვლავ შეზღუდულია, აქტივისტები ნამოხვანის მაგივრად ახლა 17 კილომეტრის დაშორებით, სოფელ გუმათში, ერთ კარავში ათევენ ღამეს. ტერიტორია, სადაც ისინი 169 დღის განმავლობაში მორიგეობდნენ, დღეს კომპანია „ენკამ” ტრაქტორით გადაასწორა.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა და როგორც თვითონ თქვა, ამ მოხსენებისთვის სპეციალურად აარჩია 9 აპრილი, "სამმაგი გამარჯვების დღე", რომელიც აჩვენებს, როგორი მნიშვნელოვანია გაერთიანება საერთო მიზნებისთვის.
"2019 წლის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია და სპეციალური პოლიციური საშუალებების გამოყენება საქართველოში – გადაუდებელი აუცილებლობა თუ სადამსჯელო სპეცოპერაცია?“ - ეს კითხვაა სათაური ანგარიშის, რომელიც "ემპათიამ" მოამზადა.
საქართველოში 2014 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს ეხმარება ხარისხიანი განათლების მიღებაში. პირობა მარტივია: სახელმწიფო აფინანსებს სწავლას, სტუდენტი ვალდებულია სამშობლოში დაბრუნდეს და მინიმუმ 3 წლის განმავლობაში თავისი სპეციალობით იმუშავოს.
2021 წლის პირველ სამ თვეში, პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მმართველმა პარტიამ 3 მილიონზე მეტი ლარის შემოწირულება მიიღო, აქედან 2 მილიონზე მეტი - მხოლოდ მარტში.
ჭყონდიდის ეპარქიაში სინოდის მიერ მივლენილ ეპისკოპოს სტეფანეს ორი თვეც არ დასჭირდა იმისთვის, რომ სამაგალითოდ დაესაჯა 20-მდე სასულიერო პირი და საქმით დაემტკიცებინა ის, რასაც ქადაგებების დროს ამბობს: ყველას, ვინც იხმაურებს, „ფრთებს შეუკვეცავს”.
ჩამოტვირთე მეტი