პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
სახალხო დამცველისთვის კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა. პარლამენტმა გამოაქვეყნა კანდიდატების 19 კაციანი სია. კანდიდატებს ჯერ 9 კაციანი სპეციალური ჯგუფი შეაფასებს, შემდეგ კანდიდატურებს საპარლამენტო კომისიებში განიხილავენ.
“ამ პრობლემასთან უშუალოდ შეხება არ მქონია... არ ვყოფილვარ ამ საკითხებში ჩართული... მიჭირს 11 წლის წინ გაკეთებული განცხადებების დეტალების აღდგენა... ვერ გიპასუხებთ, ღვთისმეტყველი ვარ და არა ისტორიკოსი ან მიწათმომწყობი”, - ასე პასუხობდა დეკანოზი მიხეილ ბოტკოველი სასამართლოს დარბაზში დასმულ კითხვებს.
თბილისისთვის ტრანსპორტის პრობლემები, მათ შორის გზებზე ხერგილები ახალი პრობლემა არ არის, თუმცა სასწავლო პროცესის განახლებამ განსაკუთრებით გაამწვავა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულად მუშაობის შესახებ დისკუსია.
რადიო თავისუფლება თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს ესაუბრა არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე.
რადიო თავისუფლებას სამმა სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა, რომ 20 სექტემბერს, საღამოს საათებში, კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა პალეონტოლოგ ნიკა ვანიშვილს სახლში მიაკითხეს.
საქართველოს პარლამენტი განიხილავს მაუწყებლის კანონში ცვლილებების პაკეტს და თან ამტკიცებს, რომ ამ პროცესის მიზანი ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებით აღებული პასუხისმგებლობების შესრულება და მედია გარემოს გაუმჯობესებაა.
“მაშინ არ იყო ასე გართულებული ეს საკითხი, რომ მცოდნოდა, ასეთ სახეს შეიძენდა, ჩავიწერდი ყველაფერს”- უთხრა სასამართლოს დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილარიონმა (გიორგი ჭიღლაძე) კარტოგრაფების საქმეზე ჩვენების მიცემისას.
საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ 11-მა დეპუტატმა 7 სექტემბერს წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონში აჩენს ისეთ ცნებებს, როგორიცაა პასუხის უფლება და ქვეცნობიერზე ზემოქმედების დაუშვებლობა.
თელარა გელანტია, bm.ge-ს რედაქტორი 12 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე არ დაუშვეს იმის გამო, რომ ბევრ კითხვას სვამდა.
საქალაქო სასამართლოში ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველის, ეკა კიკნაძის საქმის განხილვა დაიწყო. ეკა კიკნაძე სასამართლოს სთხოვს განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის დადგენას და სამსახურში აღდგენას ტოლფას თანამდებობაზე, ასევე იძულებით განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
7 წლის ბიჭი, რომელიც 3 აგვისტოს თბილისში, უროლოგიის ცენტრის საოპერაციო ბლოკში ანესთეზიის შემდეგ გარდაიცვალა, უკვე გადაასვენეს სენაკში, მის სახლში.
29 ივლისს გუდაურში, სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენის ჩამოვარდნამ და მისი 8-კაციანი ეკიპაჟის დაღუპვამ განაახლა დისკუსია იმის შესახებ, საკმარისი და საკმარისად გამართული ვერტმფრენები აქვს თუ არა სახელმწიფოს.
13 ივლისს, როცა სტრასბურგის სასამართლოში უკანონო მოსმენების შესახებ საქართველოდან სარჩელი გაიგზავნა, გავრცელდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, რომელშიც "მთავარი არხის" 4 ჟურნალისტი ერთმანეთს ტელევიზიის ნიუსრუმში ესაუბრება. 14 ივლისს ამ საქმის გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.
ჩამოტვირთე მეტი