მზია საგანელიძე არის რადიო თავისუფლების ფოტორეპორტიორი 2012 წლიდან.
თბილისში გაიმართა აქცია სახელწოდებით „მშვიდობა ომზე მეტია!“
ცნობილი ქართველი ენათმეცნიერისა და არამეული დიალექტოლოგიის ფუძემდებლის, კოტე წერეთლისა და მისი ვაჟის, მხატვარ სოსო წერეთლის, ერთ-ერთი „თვითმფრინავის ბიჭის“ მემორიალურ ბინა-მუზეუმში თბილისის მუზეუმების გაერთიანება მალე სარემონტო სამუშაოებს დაიწყებს.
ჯერ ისევ დგას ეს შენობა გალაკტიონის ხიდთან, ვერის დაღმართის ბოლოში, საგარეუბნო ავტობუსების ყოფილი სადგური. ახალგაზრდებს ალბათ ბევრს არაფერს ეუბნება ეს უკაცრიელი ნაგებობა, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში აქ დიდი ხმაური და ხალხმრავლობა იყო.
19 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა წინასაექსტრადიციო პატიმრობიდან. გათავისუფლების შემდეგ ის მეუღლესთან ერთად სკოლალიცეუმ „სხივში“ მივიდა სადაც შვილები, მოწაფეები და თანამშრომლები შეეგებნენ. პატიმრობის ვადა ჩაბუქს 24 თებერვალს ეწურებოდა.
ასე დრამატულად შეხვდნენ ერთმანეთს ძველი და ახალი თბილისი ვერის აღმართის ბოლოში. მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის კენტნომრიანი შენობებიდან მხოლოდ ერთი სახლი და ეს ნანგრევები შემორჩა.
"აუდიტორია 115"-ის მიერ 14 თებერვალს თბილისში ორგანიზებული აქცია-მსვლელობა უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტისკენ. მისმა მონაწილეებმა გააპროტესტეს შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და სოლიდარობა გამოუცხადეს სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა ოჯახებს. პარალელური აქცია დღეს ბათუმშიც გაიმართა.
30 იანვარს, დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე, სადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში ჩამოიშალა ე.წ. დაკიდული ჭერის კონსტრუქცია.
თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე გაიმართა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერი აქცია. შეკრებილებმა გააპროტესტეს სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის 8 წლით პატიმრობის მისჯის შესახებ „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვისათვის“. დემონსტრანტებმა მოითხოვეს, უფრო ჰუმანური გახდეს ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა და დაისაჯონ სამართალდამცველები, რომლებიც შემჩნეული არიან ნარკოტიკული საშუალებების ჩადებაში. აქტივისტები კვლავ აპირებენ საპროტესტო აქციის გამართვას.
საქართველოში, ისევე როგორც რუსეთში, სერბიასა და იერუსალიმში, 7 იანვარს, მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ ქრისტეშობის დღესასწაულს. საქართველოს ქალაქებში იმართება ტრადიციული ალილო.
დასრულდა თბილისის მოდის კვირეული, რომელზეც ქართველმა და უცხოელმა დიზაინერებმა წარმოადგინეს 2018 წლის გაზაფხულ-ზაფხულის კოლექცია.
დასრულდა თბილისის საიუბილეო ჯაზფესტივალი. მუსიკის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ერთ-ერთი პირველი ფანკ-სოულ ბენდი "Tower of Power" და ლეგენდარული საქსოფონისტი ჯო ლოვანო. ფესტივალის ბოლო დღეს მსმენელის წინაშე წარდგნენ ახალგაზრდა ქართველი შემსრულებელი პაპუნა შარიქაძე ლეგენდარულ ედი გომესთან ერთად და სტენლი კლარკი თავისი ბენდით, რომლის უცვლელი წევრია ბექა გოჩიაშვილი.
საქართველოს ეროვნული არქივი მასშტაბური გამოფენით გამოეხმაურა „დიდი საბჭოთა ტერორის“ მეოთხმოცე წლისთავს.
მაია ნოდარიშვილი ძირითადად რელიგიური შინაარსის ნახატებს ქმნის - უცნაურ ანგელოზებს, წმინდანებს, მეფეებსა და დედოფლებს ხატავს. ბოლო რვა წელია „ვეფხისტყაოსნის“ დასურათებაზე მუშაობს - 45 ნახატი უკვე გამოსაფენად მზადაა, თუმცა მანამდე მათ პირველად რადიო თავისუფლების მაყურებელი სწორედ ამ ვიდეოთი იხილავს.
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობს მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“, რომელსაც საქართველო წელს მესამედ მასპინძლობს. წინა წლებთან შედარებით, სწავლება უფრო ფართომასშტაბიანია და მასში მონაწილეობს ნატოს წევრი და პარტნიორი რვა ქვეყანა.
საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილი და პეტრო პოროშენკო იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში. მათ ქართული პოლიციის საგუშაგოდან დურბინდით დაათვალიერეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა. პეტრო პოროშენკოს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახა ქემოკლიძემ. ოძისიდან გიორგი მარგველაშვილი და პეტრო პოროშენკო გაემგზავრნენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში, რომელიც მავთულხლართებითაა გაყოფილი. საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები ესაუბრნენ ხურვალეთელ დავით ვანიშვილს, რომელსაც მავთულხლართების გამო უწევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრება. „ეს არ არის გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულს და მომავალს შორის.
თბილისში ჩატარდა "ქართველთა მარში", რომლის მონაწილეებმაც მოითხოვეს საიმიგრციო კანონის გამკაცრება და საქართველოს ტერიტორიიდან "არალეგალი, კრიმინალი" უცხოელების სასწრაფო წესით დეპორტირება. "ქართველთა მარშის" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სანდრო ბრეგაძემ, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 14 ივლისს დაიწყო "ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა".
ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში წიგნის ხელოვნების ცენტრი პრინტის ფესტივალისთვის ვორკშოპების სერიას მანსპინძლობს. თანამედროვე ხელოვანთა, მხატვართა და ფოტოგრაფთა ნამუშევრები ბეჭდვის სხვადასხვა ტექნიკით სრულდება (სერიგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა..). ხელოვანთა შემოქმედება სახელოსნოდან ქუჩებსა და სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში გადაინაცვლებს.
სოფელ იგოეთთან, ადგილობრივი მოსახლეობა მანქანებიდან გადმოყრილ ხურდას აგროვებს. ძველ დროს, აქ ყოფილა ამილახვრების საბაჟო, სადაც გამვლელი იხდიდა გადასახადს და ფულის გადაყრის ტრადიციაც იმ დროს უკავშირდება.
გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევა გააპროტესტეს სტუდენტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებმაც დევიზით „არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია“ საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს ცენტრალური მაგისტრალიდან სოფელ ბერშუეთამდე, სადაც რამდენიმე დღის წინ რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი 400 მეტრით გადმოსწიეს.
ჩამოტვირთე მეტი