მზია საგანელიძე არის რადიო თავისუფლების ფოტორეპორტიორი 2012 წლიდან.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში გაიმართა საპროტესტო აქცია რუსეთის მიერ საქართველოს „მცოცავი ოკუპაციის“ წინააღმდეგ. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, უფრო ქმედით ზომებს მიმართოს მოსკოვის აგრესიის შესაჩერებლად, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართეს თხოვნით, აქტიურად ჩაერიოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებში.
თბილისის ზოოპარკი დამთვალიერებლებისთვის დაკეტილია. იქ ჯერ არ დასრულებულა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, ტერიტორიაზე სპეცტექნიკა მუშაობს. უკვე გარკვეულია 13-14 ივნისის წყალდიდობის შემდეგ ზოოპარკის გადარჩენილი ბინადრების რაოდენობა.
ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ვერემ თბილისში თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დატბორა. სტიქიის შედეგად თავშესაფარში 12 ძაღლი დაიხრჩო. თავშესაფარმა მატერიალურადაც იზარალა: დატბორილია ძაღლების თავშესაფრის სამი ავტომობილი, დაზიანებულია ძაღლების ადგილსამყოფელიც.
2 ივნისს თბილისში გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეები მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მოითხოვდნენ. სახელმწიფო კანცელარიის წინ შეკრებილმა ასობით აქტივისტმა ხელისუფლებას მიმართა ლოზუნგით: „შეამსუბუქე მუხლები“, რითაც მკაცრი ნარკოპოლიტიკის შერბილებისკენ მოუწოდა.
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თავისუფლებისა და ვარდების მოედნებზე გამოიფინა სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. დილიდან რუსთაველის გამზირზე გახსნილია სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საინფორმაციო და გასართობი პავილიონები, სადაც დაინტერესებულ მოქალაქეებს მასპინძლობენ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ცნობით, მარტთან შედარებით, 2015 წლის აპრილში ფასები გაიზარდა. მაგალითად, მოიმატა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების ღირებულებამ.
„გვახსოვს და მოვითხოვთ“ - ამ სახელწოდების აქცია გაიმართა თბილისში, თურქეთის საელჩოსთან. აქცია ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობიდან მე-100 წლისთავს მიეძღვნა.
თბილისში, თავისუფლების მოედანზე, გაიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნა საქართველოს მოქმედი მთავრობის გადადგომა იყო. აქცია ორ საათს გაგრძელდა და მთავრობის კანცელარიასთან, მშვიდობიანად დასრულდა.
7 იანვარს თბილისში მაცხოვრის შობის დღესასწაული ტრადიციული ალილოთი აღნიშნეს. ბავშვები, სასულიერო პირები და მსვლელობის სხვა მონაწილეები ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ და სამების ტაძრისკენ გაემართნენ. მსვლელობის დროს ხალხი ტკბილეულით ასაჩუქრებდა მონაწილეებს. ზოგი მათგანი სტიქარით იყო შემოსილი, ზოგს კი მწყემსებისა და მოგვების კოსტიუმები ეცვა.
5 იანვარს ასოციაცია „კათარზისში“ ჩატარდა კონკურსი ხანდაზმულებს შორის. 23 კონკურსანტი საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოვიდა და სცენაზე შეასრულა სიმღერები და ცეკვები. კონკურსის შედეგად, საუკეთესო ბებიისა და ბაბუის ნომინაციებში გაიმარჯვეს 78 წლის ნანული პაპიაშვილმა და 85 წლის ზურაბ გოგიძემ.
ეტლით მოსარგებლეთა უფლებების დასაცავად აქცია-პერფორმანსი გაიმართა. ორგანიზატორებმა ქუჩაში, მანქანების პარკირების ადგილას ეტლები დაალაგეს იმის ნიშნად, რომ ქუჩაში ეტლით მოსარგებლეთა უფლებებს სწორედ მძღოლები არღვევენ.
დედაქალაქმა 35-ედ აღნიშნა ტრადიციული დღესასწაული – თბილისობა, რომელიც, წინა წლების მსგავსად, კვლავ გაჯერებული იყო კონცერტებით, ბაზრობებითა და ხალხური რეწვის ნაწარმის გამოფენა-გაყიდვით.
21 ოქტომბერს მთავრობის კანცელარიის წინ ასამდე აქტივისტი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა პერფორმანსით გააპროტესტეს ბოლო დროს გახშირებული ქალთა მკვლელობები - მათ კანცელარიასთან ქვაბები და სხვა ჭურჭელი მიიტანეს და დატოვეს. თბილისში გრძელდება კამპანია ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ.
რუსეთ-საქართველოს ომის მეექვსე წლისთავთან დაკავშირებით მუხათგვედის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ ომში დაღუპულთა ჭირისუფლები და მთავრობის წევრები. მათ ყვავილებით შეამკეს საფლავები. დაღუპულებს პატივი მიაგეს ჯარისკაცებმაც. აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
საზოგადოებაში არ წყდება დავა თბილისში ბოლო წლებში განხორცილებული ურბანულ-არქიტექტურული ცვლილებების თაობაზე. გაჩნდა სადავო ობიექტები - ძეგლები, ხიდები, სახლები, ახალი თუ რესტავრირებული შენობები... მოსახლეობის ნაწილი ხშირად გამოხატავს უკმაყოფილებას; ნაწილს კი მოსწონს და სურს, თბილისში ამ ტიპის ცვლილებები კვლავაც გაგრძელდეს.
18 ივნისს თბილისში გაიმართა მე-18 საუკუნის დიდი პოეტისა და მომღერლის, საიათნოვას დაბადების 300 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი. კონცერტს, რომელსაც რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა, დაესწრნენ საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები გიორგი მარგველაშვილი და სერჟ სარგსიანი. ეროვნებით სომეხი, საიათნოვა, (არუთინ საიათიანი) ერეკლე მეფის კარზე მოღვაწეობდა. იგი განთქმული იყო ქართულ, სომხურ და თურქულ ენებზე შექმნილი ლექსებითა და სიმღერებით. საიათნოვა დაიღუპა 1795 წელს, აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს. დაკრძალულია თბილისში, სურბ გევორქის ეკლესიაში.
15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის. რადიო თავისუფლებასთან საუბარში საარჩევნო უბნებზე აცხადებენ, რომ არჩევნები ექსცესებისა და კანონდარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, 17 მაისი, კათოლიკოს-პატგრიარქმა ილია მეორემ საქართველოში ტრადიციული ქართული ოჯახის დაცვის დღედ გამოაცხადა. ამის აღსანიშანვად სამღვდელოებამ და მრევლმა 2014 წლის 17 მაისს, თბილისის ქუჩებში აქცია-მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის გავლით დილის 10 საათზე სამების ეკლესიისკენ დაიძრნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონს ეწინააღმდეგებიან, რადგან, მათი თქმით, ეს ლგბტ პროპაგანდაა.
საქართველოში აღინიშნა ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მათი ოჯახის წევრები თბილისში, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან დილიდან შეიკრიბნენ.
ჩამოტვირთე მეტი