კომუნისტური ბლოკის კოლაფსთან ერთად საფრანგეთის მოქალაქემ დაკარგა საფრთხის შეგრძნება. მოქალაქე-ჯარისკაცმა, მოქალაქე-მუშამ, მოქალაქე-მომხმარებელმა თავს უფლება მისცა, გამხდარიყო განხიბლული მოქალაქე: განხიბლული საფრანგეთით, განხიბლული დემოკრატიით, განხიბლული ევროპით, განხიბლული სახელმწიფო ინსტიტუტებით, განხიბლული სისტემით.