ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულების ერთი ნაწილი ბელარუსში, ოსიპოვიჩის მახლობლად, პოლიგონზე არის დაბანაკებული და 51-ე ბრიგადასთან ერთად საარტილერიო სწავლებებში მონაწილეობს.
ბოლო სამ დღეში დრონით მეორე თავდასხმა მოხდა „მოსკვა-სიტიდ“ წოდებულ ცათამბჯენების რაიონზე, სადაც რუსეთის არაერთი სამინისტრო, კერძო კომპანიის ოფისები და ძვირადღირებული აპარტამენტებია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას, რომელიც ივნისში დაიწყო, რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის წინასწარ დანაღმული ველები და უშუალოდ კონტრშეტევის დროს რუსეთის მიერ კასეტური ბომბებით ჩამოყრილი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები აბრკოლებს.
ბოლო ორი დღეში უკრაინაში სახელმწიფო ღალატის მუხლით „ვერხოვნა რადის“ ორ დეპუტატს, ვადიმ რაბინოვიჩს და ალექსანდრ პონომარიოვს წაუყენეს ბრალი.
გასული კვირის ბოლოს ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ პოლონეთს გარკვეული საფრთხე ემუქრება ბელარუსში დაბანაკებული რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ქვედანაყოფების მხრიდან.
ექვსი კვირა შესრულდა უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან, რომელსაც, როგორც უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერები იმედოვნებდნენ, არსებითად უნდა შეეცვალა რუსეთის მიერ 17 თვის წინ გაჩაღებული ომის მსვლელობა.
ბელარუსის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მისივე ინიციატივით შემუშავებულ და პარლამენტის (წარმომადგენელთა პალატის) მიერ დამტკიცებულ კანონს „სახალხო ლაშქრის“ შექმნის შესახებ, რომელიც სამხედრო მდგომარეობის უზრუნველსაყოფად მოქალაქეთა ნებაყოფლობითი რაზმების შექმნას ითვალისწინებს.
თეთრი სახლის გადაწყვეტილებას უკრაინისათვის კასეტური შეიარაღების გადაცემის თაობაზე, მელანიც არ ჰქონდა შეშრობილი, როდესაც ვაშინგტონმა დაადასტურა ამ საბრძოლო მასალის უკრაინაში ჩატანა.
აშშ-ის ახალი, 800 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში, ვაშინგტონი უკრაინას ათასამდე კასეტურ საბრძოლო მასალას გაუგზავნის.
რუსეთში იხურება ამასწინანდელი არშემდგარი პუტჩის ორგანიზატორის, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პროგოჟინთან დაკავშირებული სხვადასხვა პროექტი: დაიშალა ჰოლდინგი „პატრიოტი“, მაუწყებლობა შეწყვიტა „ტროლების ფაბრიკამ“, აბრები ჩამოხსნეს „კერძო სამხედრო კომპანია - ცენტრის“ შენობას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის 3 ივლისის ცნობით, ფრონტის ხაზის ერთ-ერთი ცხელი წერტილია ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულება, სადაც მოწინააღმდეგე ავიაციისა და არტილერიის გამოყენებით ცდილობს უკრაინის თავდაცვის ძალების წინსვლის აღკვეთას.
უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ, ბოლო დღეებში, არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა „სტრატეგიული ინიციატივა იგდეს ხელთ“ და ფრონტის ყველა მიმართულებით მიიწევენ წინ.
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ არშემდგარი სამხედრო „პუტჩიდან“ სამი დღის შემდეგ კვლავაც უცნობია, თუ ვინ დათანხმდება რუსეთის ხელისუფლების წინადადებას: დარჩება რუსეთში და ხელს მოაწერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს და ვინ გაჰყვება ბელარუსში დაჯგუფების დამაარსებელს, ევგენი პრიგოჟინს.
ერთდღიანი "საპროტესტო მარში" თუ "სამხედრო ამბოხი" რუსეთში, რომელიც 24 ივნისს მოსკოვიდან 120 კილომეტრის დაშორებით შეწყდა, კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თქმით, "უსამართლობის გამო" მოეწყო.
უკრაინასა და უნგრეთს შორის მწიფდება ახალი პოლიტიკური სკანდალი, რომელიც ამჯერად იმ 11 უკრაინელ სამხედრო ტყვეს უკავშირდება, რომლებიც მოსკოვმა ორი კვირის წინ ბუდაპეშტს გადასცა.
რუსეთის დუმის დეპუტატი ჩეჩნეთიდან, ადამ დელიმხანოვი ცოცხალია და ჯანმრთელადაა, - განაცხადა 14 ივნისის საღამოს ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერმა, რამზან კადიროვმა და ამის დასტურად გამოაქვეყნა მასთან გადაღებული ფოტო.
ჩამოტვირთე მეტი