ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
უკრაინის ბელბეკის საავიაციო სამხედრო ბაზის ანექსია და მისი სარდლის ბედი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.
ჯონ კერი ყირიმის კრიზისს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არავის მისცემს უფლებას ფეხქვეშ გათელოს საერთაშორისო სამართლის ნორმები.
კრემლში გაფორმებული შეთანხმება კანონიერად ცნო რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ.
ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილს გიორგი მარგველაშვილის მიმართ იგივე მოტივაცია ამოძრავებდეს, რაც ჯორჯ კლუნის გმირ ასტრონავტს. მაგრამ უეჭველია, რომ პოლიტიკური მენტორის ორბიტიდან მოწყვეტა გიორგი მარგველაშვილს დამოუკიდებელ და ანგარიშგასაწევ ლიდერად ქცევის შანსს აძლევს.
ყირიმში ინტერვენციისა და კვირას გამართული რეფერენდუმის გამო, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინისა და რუსეთის 21 მოხელის მიმართ სანქციები დააწესა.
უკრაინის გარდამავალმა ხელისუფლებამ რეზერვისტების მობილიზაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ბაზაზე ეროვნული გვარდიის ფორმირების გადაწყვეტილება მიიღო.
რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ სიტუაციის ესკალაციაში ქალაქ დონეცკში, სადაც აქტივისტების დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელიც უკრაინიდან გაქცევის შემდეგ რუსეთში მეორედ გამოჩნდა, არალეგიტიმური უწოდა 25 მაისისათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს.
გასულ კვირაში საქართველოს სამხედრო უწყება მშვიდად გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარე ქართულ სივრცეში რუსეთის შვეულმფრენის მორიგ გამოჩენას.
კრემლის გავლენის ქვეშ მყოფი მედიით გავრცელებული ინფორმაციის დიდი ნაწილი ყალბია, ისინი ეყრდნობიან საეჭვო წყაროებს, თუმცა რუსი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ამ დეზინფორმაციას იმეორებენ.
დასავლეთის სახელმწიფოები „მოსალოდნელი შედეგების შესახებ“ აფრთხილებენ რუსეთს, თუკი ის ყირიმის ნახევარკუნძულიდან სამხედრო დანაყოფებს არ გაიყვანს.
უპირატესად ეთნიკური რუსებით დასახლებულ უკრაინის ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში, პოლიტიკური ვითარების გართულების პარალელურად, რუსეთის ორ უმსხვილეს - დასავლეთ და ცენტრალურ - სამხედრო ოლქში ჯარების მოულოდნელი საბრძოლო შემოწმება გამოცხადდა.
მე-10 სტუდიას დავიწყებთ რეპორტაჟით ახალ წიგნზე, რომელიც 1921 წლის თებერვლის ოკუპაციის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაზე გვიამბობს.
უკრაინის ტერიტორიაზე ყველაზე დაძაბული მდგომარეობა ყირიმის ავტონომიის დედაქალაქ სიმფეროპოლშია, სადაც მრავალათასიანი მიტინგი გრძელდება.
უკრაინის რევოლუციის ახალი გმირები აღარ აპირებენ, ქვეყნის მართვა ჩააბარონ იმ ყაიდის პოლიტიკოსებს, რომლებიც ხელისუფლებისაკენ ილტვიან არა იმისთვის, რომ ხალხს ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ ერთი კორუფციული, კრიმინალური სისტემა მეორით ჩაანაცვლონ.
ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონი მოუწოდებს რუსეთს კეთილი მეზობელივით მოექცეს უკრაინას და ხელი არ შეუშალოს მას არჩეული გზით სიარულში.
თუკი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატოს ქვეყნების გაკვირვებით იწონებდა თავს, ახალი ხელისუფლება სულ მალე ევროკავშირს გააოცებს.
ევროკავშირის სამი ქვეყნის შუამავლობით პარასკევს მიღწეული შეთანხმების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, მოვლენები უკრაინაში სწრაფად განვითარდა.
უკრაინის ოპოზიცია დაეთანხმა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ შეთავაზებულ გეგმას. შეთანხმება ითვალისწინებს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების 2014 წლის დეკემბერში ჩატარებას.
ევროკავშირის ლიდერები უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებით იმუქრებიან.
ჩამოტვირთე მეტი