ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
ჩეხეთის დედაქალაქმა უმასპინძლა აფხაზეთის კულტურის დღეებს, რომლის ფარგლებში არაერთი ღონისძიება და შეხვედრა გაიმართა - მათ შორის, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში, სადაც დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ხელისუფლების პირველმა პირებმა ჩეხ პოლიტიკოსებს მიაწოდეს ინფორმაცია მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული ე.წ. ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების შესახებ.
მოლდავეთის პროევროპული პარტიები, რომლებმაც 30 ნოემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, ჯამში, ხმათა 45.2 პროცენტი მიიღეს, მძლავრი კოალიციის შექმნას ცდილობენ.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ დასავლეთი მტკიცე და პრინციპული უნდა იყოს რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის მიმართ და ბოლომდე უნდა აიძულოს რუსეთი, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოში გადაიარა საპროტესტო ტალღამ და პირველმა ემოციურმა შეფასებებმა, რაც მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას“ მოჰყვა.
სოხუმელმა ჟურნალისტმა ვიტალი შარიამ ამას წინათ რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების შემდეგ შექმნილი ვითარება აფხაზეთში „ნაქეიფარზე გამოსვლას“ შეადარა.
მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებულ „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას“ ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს პაატა ზაქარეიშვილი.
ვენაში გრძელდება მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. 5+1 ჯგუფს, რომელშიც აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთია გაერთიანებული, სურს დაითანხმოს ირანი, ეკონომიკური სანქციების შერბილების დაპირებით, არ შექმნას ბირთვული იარაღი.
ანალიტიკოსთა შეფასებით, კიევისათვის საბრძოლო საშუალებების მიწოდების იდეა ფართო მხარდაჭერით სარგებლობს კონგრესში.
„ეს არის ბოლო გაფრთხილება, განსაკუთრებით პროკურატურის მიმართ: იმ შემთხვევაში, თუ არაფერი შეიცვლება ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით, ამ პროცესში უკვე ჩავრთავთ საერთაშორისო საზოგადოებას“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 18 ნოემბერს, გორში თანაპარტიელებთან და მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.
17 ნოემბერს კოდორის ხეობის ყოფილ რწმუნებულს, ემზარ კვიციანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც ამჟამად ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს შენობაში ფუნქციონირებს. „ეს არის მხდალების შურისძიება ვაჟკაცზე“, - ასე ფიქრობს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე 1998-2004 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე.
ირაკლი ალასანია პროკურატურას ბოლო გაფრთხილებას აძლევს ე.წ. კაბელების საქმეზე და საქართველოს მთავრობას საერთაშორისო თანამეგობრობით ემუქრება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა ინფორმაცია აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის რაოდენობის გაძლიერების შესახებ.
უკრაინის თაობაზე 26-ედ გამართული გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა კვლავ გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.
დღევანდელი მთავრობა ვერ უმკლავდება საფრთხეებს - აცხადებენ საქართველოს ოპოზიციურ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, რომელიც 15 ნოემბერს ანექსიის საწინააღმდეგო აქციას გამართავს.
ახალ თავდაცვის მინისტრთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, რომელიც ამბობს, რომ თავდაცვითი შესაძლებლობები ძლიერდება. თუმცა, საქართველოს ოპოზიციურ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ დღევანდელი მთავრობა ვერ უმკლავდება საფრთხეებს.
თავის პოსტზე დარჩა და ახალ თავდაცვის მინისტრთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა.
ერაყსა და სირიაში მოქმედი ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოქტომბერში საიდუმლო წერილი გაუგზავნა ირანის უზენაეს სასულიერო ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის.
"დაბრკოლების ზოლის" დღევანდელი საუბრის თემაა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მემკვიდრეობა და მისი მომავალი.
არა მგონია, ალასანიასთვის მოგებიანი ყოფილიყო საკუთარი თავის გაიგივება პროდასავლურ ორიენტაციასთან. მით უფრო, ისეთი აპოკალიფსური სურათის დახატვა, თითქოს მისი კრიტიკით, ან სამხედრო უწყებაში ხელმრუდობის ფაქტის გამოვლენით (თუკი ასეთი რამ მართლაც მოხდა) საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი იღუპებოდეს.
ჩამოტვირთე მეტი