ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
24 ნოემბერს ცნობილი გახდა ევროპარლამენტის თავმჯდომარის, მარტინ შულცის, გადაწყვეტილება, აღარ იყაროს კენჭი ამ პოსტზე და დაბრუნდეს გერმანიის პოლიტიკაში.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი იმუქრება, რომ გახსნის საზღვარს არალეგალური მიგრანტებისათვის, რომლებსაც გეზი ევროპისაკენ უჭირავთ.
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აპირებს დაარწმუნოს ევროკავშირის ლიდერები, რომ შეინარჩუნონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და აღარ გადადონ უკრაინელი მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის საკითხის გადაწყვეტა.
საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა ეროვნული უშიშროების საბჭომ 21 ნოემბერს ერთხმად აღადგინა შეიარაღებულ ძალებში სამხედრო გაწვევა, რაც ოთხი თვის წინ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ერთპიროვნულად და ერთი უწყების ფარგლებში გააუქმა.
საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ სასტიკი მარცხი განიცადა 20 ნოემბრის შიდაპარტიული არჩევნების პირველ ტურში და დაკარგა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შანსი, რისთვისაც 61 წლის სარკოზი აგვისტოდან ემზადებოდა.
უკრაინაში აღნიშნავენ „ღირსებისა და თავისუფლების დღეს“, მესამე წლისთავს ევრომაიდნის საპროტესტო აქციების დაწყებიდან, რომელიც ოთხი თვის თავზე პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევით დასრულდა.
17 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გადასინჯოს უკანონოდ მსჯავრდებულ პირთა განაჩენები საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ სისხლის სამართლის სამ საქმეზე, მათ შორის გახმაურებული მკვლელობის ორ საქმეზე, რომელშიც სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომელთა „არალეგიტიმური დაინტერესებაც“ გამოიკვეთა.
პირველივე საკადრო გადაწყვეტილება გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასი, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსობას უწინასწარმეტყველებენ, სკანდალური აღმოჩნდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას, სომხეთის რესპუბლიკასთან გაფორმდეს შეთანხმება გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის თაობაზე.
დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის დამაჯერებელი გამარჯვებაა, რასაც აშშ-ისა და ევროპის ლიბერალური მედია იმედგაცრუებით შეხვდა, მაშინ როცა ევროპის კონსერვატიული და მემარცხენე-ცენტრისტული გაზეთები ფიქრობენ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობით დასრულდება აშშ-ის, როგორც „მსოფლიო ჟანდარმის“, როლი და ევროპული ქვეყნები იძულებული გახდებიან, თავად იზრუნონ საკუთარ თავზე.
საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა გრძელი მისალოცი წერილი, რომელშიც გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს მადლობას უხდის.
საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურმა დელეგაციამ დაასრულა ისტორიული შეხვედრები ნატოს შტაბბინაში.
უახლეს ისტორიაში ძნელია მოიძებნოს სხვა მაგალითი, როდესაც ერთი ქვეყნის რეგიონული ლიდერი მეორე ქვეყანაში, თანაც მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად წოდებულ ქვეყანაში, ოპოზიციური პარტიის ლიდერი ყოფილიყოს და ყველაფერი გაეკეთებინოს ამ „პარტნიორი“ და „მეგობარი“ სახელმწიფო ხელისუფლების იმიჯის შესალახად.
უკრაინელ ჰაკერთა ჯგუფმა „კიბერალიანსმა“ 3 ნოემბერს გამოაქვეყნა დიდი რაოდენობით წერილები, რომლებიც ჰაკერებმა რუსეთის „რუხ კარდინალად“ მონათლულ ვლადისლავ სურკოვის თანაშემწე მარია ვინოგრადოვის ელექტრონულ ფოსტაში შეღწევით მოიპოვეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ელიტურ ნაწილში, საჩხერის სამთო მომზადების ცენტრში, ცოტა ხნის წინ დასრულდა სპეციალური კურსი, რომლის ფარგლებშიც წვრთნა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფმა გაიარა.
ოქტომბრის ბოლოს, ჰაკერებმა, უკრაინული ჯგუფიდან „კიბერხუნტა“, გამოაქვეყნეს ორი ათასამდე წერილი, რომელიც მათ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ვლადისლავ სურკოვის მისაღების ელექტრონული ფოსტის გატეხვით მოიპოვეს. მიმოწერა ნათელს ფენს იმას, თუ რა მიზანს ისახავს და როგორ ერევა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი და მისი კანცელარია თვითგამოცხადებული აფხაზეთის შიდა საქმეებში.
13 ნოემბერს მოლდავეთის მოქალაქეები კიდევ ერთხელ მივლენ საარჩევნო უბნებში, რათა მეორე ტურში გაარკვიონ ქვეყნის პრეზიდენტის და შესაძლოა, თავად ქვეყნის ბედიც.
უცხოეთის პრესის მიმოხილვაში, სხვა საკითხებთან ერთად, დიდი ადგილი უკავია ნატოს პირველ მინისტერიალს ვარშავაში სამიტის შემდეგ და საბრძოლო შეტაკებებს მოსულსა და ალეპოში.
ჰაკერებმა, უკრაინული ჯგუფიდან „კიბერხუნტა“, სამშაბათს გამოაქვეყნეს ორი ათასამდე წერილი, რომელიც მათ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ვიაჩესლავსურკოვის მისაღების ელექტრონული ფოსტის გატეხვით მოიპოვეს.
ჩამოტვირთე მეტი