ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა განაცხადა, რომ ერევანი აპირებს ძალადაკარგულად გამოაცხადოს ორი დეკლარაცია, რომლებიც მიზნად ისახავს თურქეთთან ვითარების მოწესრიგებას, თუ ანკარა არ აჩვენებს პროგრესს მათი განხორციელების საქმეში.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გეგმავს 18 სექტემბერს ჩავიდეს რუსეთის ლენინგრადის რეგიონში და თვალი მიადევნოს რუსეთ-ბელორუსიის ერთობლივ სწავლებას – „დასავლეთი 2017“-ს, რომელმაც სტარტი აიღო ხუთშაბათს.
10 სექტემბერი სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღეა. სწორედ ამ დღეს აპირებს, პოლონეთის გავლით, უკრაინაში დაბრუნებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელსაც უკრაინის ხელისუფლებამ მოქალაქეობა ჩამოართვა, საქართველოს კი მისი ექსტრადიცია და გასამართლება სურს.
ევროპარლამენტის წევრებმა ევროკავშირისა და უკრაინისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდეს ასოცირების ხელშეკრულების საბოლოო ამოქმედებას 1სექტემბრიდან, რაც უკრაინელი მოქალაქეებისთვის, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის გარდა, ევროპის ქვეყნებთან ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობის განვითარებასაც უხსნის გზას.
ევროკავშირის შუამავლობით, სერბიისა და კოსოვოს პრეზიდენტებმა 31 აგვისტოს ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებზე მიაღწიეს შეთანხმებას იმ საბოლოო ნაბიჯებზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ადრე მიღწეული შეთანხმებების რეალიზებას, უპირატესად კი, სერბებით დასახლებული ჩრდილოეთ კოსოვოს სასამართლო სისტემის ინტეგრაციის თაობაზე.
ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას მამა ერთ-ერთია იმ 2300 ადამიანიდან, რომელთა უმრავლესობა, 90-იანი წლების კონფლიქტისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, დაკარგულად ითვლება.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული სტრატეგია ავღანეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით „უშედეგო“ იქნება.
უკრაინაში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ვაშინგტონი არ დაუშვებს რუსეთის მიერ ევროპის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლას.
საქართველოში, ყველა სივრცეში, მიდის მსჯელობა იმაზე, უნდა მიეღო თუ არა სტიქიურ უბედურებაში აღმოჩენილ საქართველოს რუსეთის დახმარება, დიდი გაბარიტებისა და შესაძლებლობების სპეციალური სამაშველო თვითმფრინავის სახით.
14-მდე გაიზარდა ორი ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ესპანეთში, სადაც კვლავ გრძელდება ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია მთავარი ეჭვმიტანილის დასაკავებლად.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკა დაატყდა თავს მის თანაპარტიელს, რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემს, რომელსაც ტრამპმა უწოდა კანონმდებელი, რომელიც „პოპულარობის მოხვეჭას“ ესწრაფვის.
14 აგვისტოს 25 წელიწადი გავიდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტიდან, საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სისხლისმღვრელი ომიდან, რომელიც, როგორც ყველა შემდგომი საომარი დაპირისპირება, ცენტრის მიერ წესრიგის აღდგენის მიზნით ჩაფიქრებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა.
გენერალი ჯოზეფ დანფორდი შეხვდა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯაე-ინს და აღუთქვა, რომ „აშშ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა დაიცვას აშშ და მისი მოკავშირეები“ ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საკონტინენტთაშორისო სარაკეტო თავდასხმის საფრთხისაგან.
ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა გახდა დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის ფაქტობრივად განადგურების მიზეზი.
აშშ-ის მედიასაშუალებებსა და პოლიტიკურ წრეებში დიდი მღელვარება გამოიწვია ვაშინგტონის თავზე რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების კუთვნილი ტუ 154 ტიპის თვითმფრინავის გამოჩენამ.
დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის ერთ-ერთ, ნაკლებად შესწავლილ, ეპიზოდზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც იმედგაცრუებულია ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში შექმნილი ჩიხური ვითარებით.
ჩამოტვირთე მეტი