ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
ვარშავამ ოფიციალურად სთხოვა ვაშინგტონს, რომ გაზარდოს ამერიკული სამხედრო ყოფნა ნატოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყნის, პოლონეთის, ტერიტორიაზე, - ამის შესახებ 24 ივნისს ითქვა პოლონეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ვაშინგტონში ანჯეი დუდას ვიზიტის დროს გაიმართა.
24 ივნისს მოსკოვში ჩატარდა კორონავირუსის ეპიდემიის გამო თვე-ნახევრით გადადებული სამხედრო აღლუმი, რუსეთის შეიარაღებული ძალების მასშტაბური დათვალიერება, რომელსაც ვლადიმირ პუტინი განიხილავს როგორც მოსახლეობის კონსოლიდაციის შესაძლებლობას მოახლოებული საყოველთაო კენჭისყრის წინ.
ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც თავისი პრეზიდენტობის გარიჟრაჟზე მე-20 საუკუნის „უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა საბჭოთა კავშირის დაშლას, 21 ივნისს კვლავ გაიხსენა ეს ეპოქალური მოვლენა, ამჯერად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კუთვნილებაში გადასული „რუსეთის ისტორიული ტერიტორიების“ კონტექსტში.
ნატოს 17-81 ივნისის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ჯერჯერობით კვლავ ვიდეოკონფერენციის სახით მიმდინარეობს, მთავარი საკითხია აშშ-ის სამხედრო პერსონალის მოსალოდნელი შემცირება გერმანიაში.
რუსეთთან გამოუცხადებელი ომის პირობებში მყოფი უკრაინისათვის 12 ივნისი თამამად შეიძლება ჩაიწეროს, როგორც ერთ-ერთი წარმატებული დღე ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში.
თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ძალოვან უწყებებში საბიუჯეტო ხარჯების ყველაზე მსხვილი მომხმარებელია, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო 2020 წელს ვერ მიიღებს 75 მილიონ ლარს.
იმ დროს, როდესაც მსოფლიო კორონავირუსით გამოწვეული გლობალური რეცესიის საფრთხის წინაშე იმყოფება, 8 ივნისს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, სტარტი მისცა ალიანსის პროექტ #NATO2030-ს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა, რომელიც ბოლო ხანს კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ქვეყანაში კრიმინალური ვითარების გაუარესებისა და პოლიციური ძალმომრეობის გამო, კვლავ შეძლო პოსტის შენარჩუნება და მას ამაში 5 ივნისს გამართული საპარლამენტო მოსმენაც დაეხმარა.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, თანამდებობიდან დაითხოვა პრემიერ-მინისტრი სერგეი რუმასი.
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა, ევროპის მწვანეთა პარტიის წევრმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქართული საზოგადოების ყურადღება მიიპყრო საქართველოს მმართველი პარტიის „კიდევ ერთი გატეხილი დაპირების“ შესახებ გამოქვეყნებული მწვავე კრიტიკული წერილის გამო, სოციალური ქსელით გაავრცელა ახალი ეპისტოლე.
ჩეხეთის საერთაშორისო რადიოსა და ჩეხურ Denik N-ის ცნობით, ჩეხეთის პოლიციამ ახლახან დაცვა დაუნიშნა რუს დიპლომატს, ანდრეი კონჩაკოვს, რომლის სახელმაც ცოტა ხნის წინ ადგილობრივ მედიაში გაიჟღერა პრაღაში საწამლავ რიცინის შემოტანის კონტექსტში.
ზუსტად ერთი წლის წინ, 2019 წლის 20 მაისს, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტისა და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის მოვალეობის შესრულებას.
მზად არის თუ არა ალექსანდრ ლუკაშენკო, შეარბილოს ავტორიტარული რეჟიმი დასავლეთის დახმარების სანაცვლოდ და კიდევ უფრო შორს წავიდეს მოსკოვთან დაპირისპირებაში?
მონტენეგროში სიტუაცია კვლავინდებურად დაძაბული რჩება მას შემდეგ, რაც ქვეყნის სამართალდამცველმა ძალებმა სულ ცოტა 60 კაცი დააკავეს წუხანდელი არეულობის შემდეგ.
13 მაისს უკრაინის ვერხოვნა რადამ მესამე მოსმენით საბოლოოდ მიიღო სადავოდქცეული კანონპროექტი საბანკო საქმიანობის სრულყოფის შესახებ.
6 მაისს „დოიჩე ველესთან“ საუბარში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას დანიშნავენ უკრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოში, მაგრამ არა მდივნის, არამედ, „აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ“.
რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი რუსი ექიმის, ალექსანდრ შულეპოვის, მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება.
ჩამოტვირთე მეტი