ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ხელმომწერი მხარის ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი არა მხოლოდ უარს არ ამბობს მის გამოყენებაზე, არამედ ახდენს წარმოების მოდერნიზებას და ზრდის მასშტაბს.
რადიო თავისუფლების პროექტ „სხემის“ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დასავლური კომპონენტები აღმოაჩინეს ირანული წარმოების სამხედრო დრონებში, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. რეპორტიორებმა შეისწავლეს ერთ-ერთი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.