ოპერატორი, მემონტაჟე. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2010 წლიდან.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ კვირას სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. მათგან 63 დააჯარიმა, ხოლო საწარმოო პროცესი 23 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა. იმის გასარკვევად, თუ რამდენად დაცულად გრძნობენ თავს, რადიო თავისუფლებამ მოქალაქეებს კითხვით მიმართა.
მარია კასენკო 21 წლის ტრანსგენდერი ქალია. 14 წლისა იყო, როდესაც სახლიდან წავიდა და დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო. ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა იმისთვის, რომ, როგორც თავად ამბობს, „ფეხზე დამდგარიყო“.
მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე თბილისში აღინიშნა არაერთი აქციით, რომლებიც საბოლოოდ პარლამენტის შენობასთან მანიფესტის მიღებით დასრულდა.
ოთახში, სადაც ცნობილი სადილები იმართებოდა, დღემდე შემორჩენილია ილიასდროინდელი შპალერი. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2007 წელს მიენიჭა.
„მანანა ანუა, ტყვეობის 52 დღე“ - შორენა ლებანიძის ეს წიგნი ორ ენაზე - ქართულად და აფხაზურად - გამოიცა. წიგნი რეალური მოვლენების მიხედვით დაიწერა. ის ასახავს 1993 წელს აფხაზეთში, კომანში მომხდარს, კერძოდ, მამა ანდრია ყურაშვილისა და იური ანუას ამბავს.
კორუფციის საკითხებზე მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, კორუფციის აღქმის 2016 წლის ინდექსი. ორგანიზაციის მიერ 176 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ჩატარებული კვლევის შედეგებით, ქვეყნების 69%-ში კორუფციის აღქმა ძალიან მაღალია. საქართველო 44-ე ადგილზეა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი მთავარი მისია იყო ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მაქსიმალური ხელშეწყობა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, წელს ათჯერაა გაზრდილი ადაპტირებული საარჩევნო უბნების რაოდენობა.