ოპერატორი, მემონტაჟე. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2010 წლიდან.
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყო. გაიმართა სახალხო სეირნობა, გამოიფინა ქართველი სტარტაპერების, აგრომეწარმეების პროდუქცია, მოეწყო საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული არაერთი თემატური გამოფენა.
რუსთაველის თეატრის ფოიეში გამოიფინა გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოსის კოლექცია, რომელიც მისმა ქალიშვილმა წლების ხელნაწერთა ინსტიტუტს გადასცა და რესტავრაციის შემდეგ მათ ფონდში ინახება.
რუსთაველის თეატრის ფოიეში გამოიფინა გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოსის კოლექცია. გამოფენა საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით იმართება.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას შვილიშვილს, ქრისტინე ფაღავა-ბულეზს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევხვდით, სადაც 25 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისა და ნოე ჟორდანიას დაბადებიდან 150 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართა პრეზენტაცია
ქვეყანაში არსებული საპოლიციო რეჟიმის ნიშნები, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე და პოსტსაბჭოთა სახელისუფლო სისტემის შეცვლის აუცილებლობა - ეს სამი გზავნილი მიიტანეს 24 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მისულმა ახალგაზრდებმა.
ზაზა სარალიძე, საზოგადოებას მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს და 27 მაისს 19:00 საათზე თბილისში, პარლამენტრსი შენობასთან ქაციის გამართვას გეგმავს. თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი ორ დეკემბერს - საავადმყოფოში.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან ღია შეხვედრას ითხოვს. შეხვედრა პროკურატურაში 25 მაისს უნდა შედგეს.
ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში ინახება ქართული ეროვნული მოტივებით ნაქსოვი 100 წლის ხალიჩა, რომელზეც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გერბია გამოსახული. ხალიჩის ქსოვა მუზეუმის სახელოსნოში სწორედ იმ სამწლიანი(1918-1921) დამოუკიდებლობის პერიოდში დაიწყო.
ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში ინახება ქართული ეროვნული მოტივებით ნაქსოვი 100 წლის ხალიჩა.
მწერლების, მხატვრების, მუსიკოსებისა თუ რეჟისორების ერთი ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს იმ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ინიციატივით, შესაძლოა, შევიდეს „კანონში კულტურის შესახებ“.
„ანბანით მოთხრობილი საქართველო“ - ეს არის მთავარი კონცეფცია ქართული პავილიონისა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. 2018 წლის შემოდგომაზე საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
"ვარდების მოედანს” შესაძლოა, ძველი სახელწოდება - „რესპუბლიკის მოედანი” დაუბრუნდეს.
„საძინებელი - ჩემი საკანი“ - ასე ერქვა სპექტაკლს, რომელშიც არაფერი იყო გამოგონილი. მოხალისეების მიერ დადგმულ ამ წარმოდგენაში ლესბოსელი ქალები საძინებლიდან გამოდიან და სიმართლეს ჰყვებიან.
ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 17 მაისს, საქართველოში წელს მეშვიდედ აღნიშნავენ. ლგბტ თემის წევრებმა ჰომოფობია თბილისში პირველად 2012 წლის 17 მაისს გააპროტესტეს და პირველი წინააღმდეგობაც მაშინ შეხვდათ - რუსთაველის გამზირზე მათ გზა გადაუკეტა ხალხის ერთმა ნაწილმა.
ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 17 მაისს, საქართველოში წელს მერვედ აღნიშნავენ.
ევდოკიას, არქიფოს, მამიას და ეთერს მეორე მსოფლიო ომი აერთიანებთ. 1941-1945 წლებში ვინ ფრონტის წინა ხაზზე, ვინ კი ზურგიდან იცავდა თავის ქვეყანას. ომის დამთავრებიდან წელს 73 წელი გავიდა, თუმცა ომის კადრები მათ წამითაც არასოდეს დავიწყებიათ.
ალექსანდრუ სოლომონი 2011 წლიდან 2017 წლამდე მუშაობდა ფილმზე და ამ დროის განმავლობაში არაერთხელ ჩავიდა ოკუპირებულ აფხაზეთში გადამღებ ჯგუფთან ერთად.
ადამიანისა და ცხოველის დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების აღმოჩენა, ამოცნობა და ეპიდემიებთან ბრძოლის ეფექტიანი გზების დასახვა - როგორც რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში (ლუგარის ლაბორატორიაში) განმარტავენ.
ჩამოტვირთე მეტი